• რეკლამა
  • კონტაქტი
04:35, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქიმ ახალი ელიტარული კომპლექსი ლისი სანრაიზი წარადგინა

ალია ავტორი - ალია
14:13 11-20-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

15 ნოემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი „ლისი სანრაიზი“ წარუდგინა. პრეზენტაცია ლისის ტბასთან, მაჭავარიანის 11 ნომერში გაიმართა. პრესტიჟულ და გამწვანებულ ადგილას, ლისის ტბიდან 1კმ., ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტიდან 1.5 კმ.-ში შენდება არქის ახალი ელიტარული კომპლექსი. წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და თიბისი ბანკის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების დაფარვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.

“არქის პროექტები ფაქტობრივად თბილისის ყველა უბანშია. მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ელიტარულ კომპლექსი, რომელიც ამ გამორჩეულ ადგილას აშენდება. ლისი სანრაიზის დახვეწილი ექსტერიერი ქალაქის იერსახეს დაამშვენებს და არქელებისთვის სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის .“- არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

კომპლექსი 6 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსში არქელებს დახვდებათ: 15 000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი, კინოთეატრი და საბავშვო გასართობი ზონა, ხოლო კომფორტული ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები გადაიშლება თბილისზე.

“არქის ელიტარული პროექტი ლისი სანრაიზი თბილისში იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი. კომპლექსი მოიცავს ექვს ხუთსართულიან შენობას და გამოირჩევა ფანტასტიკური ხედებით, ლისი სანრაიზის ბინებიდან პანორამული ხედები გადაიშლება თბილისზე და განსაკუთრებით ლამაზი იქნება მზის ამოსვლა. კომპლექსში გათვალისწინებულია ღია აუზი, კინოთეატრი და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ასეთ ელიტარულ პროექტშია საჭირო. ლისი სანრაიზი რამდენიმე ეტაპად განვითარდება, პირველი ეტაპი დასრულდება 1.5, ხოლო საბოლოო ეტაპი 3 წელიწადში.“ – არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

         

“თიბისის და არქის მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. 10 წელიწადზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. რაც შეეხება ლისი სანრაიზს, არქის პორტფელში ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება. ეს პროექტი გამორჩეულია რამდენიმე კომპონენტით: არის დაბალი განაშენიანების, ძალიან ლამაზი არქიტექტურის და საუკეთესო მდებარეობის. ლისზე ჯანსაღი გარემო და სუფთა ჰაერია, ამასთან ერთად, კომპლექსში ყველაფერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის. მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და მაცხოვრებლებს შესთავაზებს განსხვავებულ, გამორჩეულ საცხოვრებელ პირობებს.“ – თიბისი ბანკის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების დაფარვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.

ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი ლისი სანრაიზი ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება. კომპლექსში მომხმარებლებს მშენებარე ბინები შეუძლიათ მათზე მორგებული, გადახდის საუკეთესო პირობებით შეიძინონ.

ღონისძიებაზე დამსწრეებს დეტალურად წარუდგინეს ახალი ელიტარული კომპლექსი და ცოცხალი მუსიკის თანხლებით ფურშეტით გაუმასპინძლდნენ. არქის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია მომავალში საზოგადოებას კიდევ არაერთ მასშტაბურ და გასაოცარ პროექტს წარუდგენს.

(R)

თეგები: არქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved