• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქი უკვე რუსთავშია – არქიმ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა

ალია ავტორი - ალია
13:43 07-30-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
631

29 ივლისს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რუსთავი“ წარუდგინა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, თანამედროვე ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს.

პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, ქალაქ რუსთავის მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია
წულაია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების სიმბოლური ცერემონიალით დასრულდა.

„ქალაქ რუსთავის განვითარებამ დაგვანახა დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა დაგვეწყო ისეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა, როგორიც „არქი რუსთავია“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი თავისი გამწვანებით, ინფრასტრუქტურითა და ექსტერიერით.“- არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

„არქი რუსთავი“ მასშტაბური კომპლექსია, რომლის პირველი საცხოვრებელი სახლი 10 სართულსა და 168 ბინას მოიცავს. კომპლექსი ახალ რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ „ლეონიძის სკვერთან“ შენდება. არქი რუსთავიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, აგრარული ბაზარი. მდებარეობას მოსახერხებელს ხდის ისიც, რომ კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც რუსთავში, ისე თბილისის მიმართულებით.

           

„ძალიან გვიხარია, რომ რუსთავის მიმართ ინტერესი იზრდება და ჩვენს ქალაქში მშენებლობას იწყებს ისეთი კომპანია, როგორიც არქია. ინტერესის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ მერიის გუნდი აქტიურად მუშაობს ქალაქის განვითარებაზე და გვჯერა, მალე რუსთავი ევროპული დონის ქალაქი იქნება. რუსთავის მერიის გუნდი წარმატებებს ვუსურვებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ არქის.“ – რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე

საცხოვრებელ კომპლექსში „არქი რუსთავი“ წარმოდგენილი იქნება ბინების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპლექსი 10 000 კვ.მ. რეკრეაციულ სივრეს მოიცავს, რაც სიმწვანეში ცხოვრების შესაძლებლობაა. გამწვანებულ სივრცეში განთავსებული იქნება საბავშვო გასართობი ზონები, სავარჯიშო სივრცეები და სპორტული მოედნები. „არქი რუსთავის“ კომერციულ სივრცეებში კი განთავსდება არქელებისთვის ყოველდღიურად საჭირო სხვადასხვა ობიექტი.

„არქის და ჩვენი პარტნიორობა მრავალი წელია გრძელდება. ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ერთად და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ ბევრ ისეთ მასშტაბურ, განსაკუთრებულ პროექტზე ვითანამშრომლებთ, როგორიც არქი რუსთავია.“ – თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.

კომპლექსი „არქი რუსთავი“, როგორც არქის ყველა პროექტი, უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება: გერმანულ ბრენდ YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული სახლი უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს ოთახში ტემპერატურას, შენობის გასათბობად თუ გასაგრიებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება და კომუნალური ხარჯები მცირდება; უმარლესი ხარისხის HPL პანელები და მიუნხენური ლესვა. არქი რუსთავი გამორჩეული იქნება როგორც მაღალი ხარისხითა და ინფრასტრუქტურით, ისე დახვეწილი ექსტერიერით.

(R)

თეგები: არქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved