• რეკლამა
  • კონტაქტი
19:36, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არქეოლოგი“ ტროლი, რომელმაც 3 გვარი გამოიცვალა – ვის ციტირებენ სამთავრობო მედიები

ალია ავტორი - ალია
20:15 01-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
735

„მითების დეტექტორის“ ცნობით, სახელისუფლებო მედიები ციტირებენ სავარაუდოდ, “არქეოლოგ“ ტროლს, რომელმაც 3 გვარი გამოიცვალა.

“მითების დეტექტორის“ ცნობით, სავარაუდო ტროლი, რომელსაც სახელისუფლებო მედია აშუქებს ჯერ ქეთი თოლორაია (Katie Toloraya) იყო, შემდეგ პოსტებს ქეთევან ტურიაშვილის სახელით ავრცელებდა და ახლა ქეთევან მიქიაშვილია.

მითების დეტექტორის მიერ ადრე გამოვლენილ ანგარიშს, რომელიც პატიმრობაში მყოფი აქტივისტის მათე დევიძისა და BBC-ის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული, სახელისუფლებო მედია ბოლო დროს ორი სხვადასხვა სახელით კოორდინირებულად ციტირებს. ციტატები, რომლებიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება, თანხვედრაშია ხელისუფლების რიტორიკასთან და ძირითადად დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციის და აქტივისტების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.


მითების დეტექტორის ცნობით, 18 იანვარს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე საინფორმაციო სააგენტოებმა (მედიაჰოლდინგი “კვირა”, რეზონანსდეილი, Prime Time, რეპორტიორი, InfoPostalioni.com, Ongo.ge) ერთ–ერთი კომპანიის საწარმოს გახსნის შესახებ ფეისბუკ მომხმარებლის, ქეთევან მიქიაშვილის პოსტი თითქმის იდენტური ტექსტით გაავრცელეს. მასალა ასევე გავრცელდა საინფორმაციო სააგენტო newshub.ge-ის ვებ-გვერდზეც. პოსტის ავტორი კომპანიას აკრიტიკებს, წერს, რომ კომპანიამ ახალი საწარმოს გახსნისას ძვირადღირებული ღონისძიება მოაწყო, სადაც პოლიტიკურად აქტიური ფიგურები იყვნენ მიწვეულები. მიქიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის ასოცირებული კომპანია, რომელიც „ხალხს ჯიბიდან ფულს აცლის” და ოპოზიციურად განწყობილებს „უკუჭავს“

აღსანიშნავია, რომ პრაიმ თაიმის გვერდზე ქეთევანი როგორც მიქიაშვილის, ასევე ტურიაშვილის სახელით გვხვდება. თემები, რომელზეც მას ციტირებენ, ბიძინა ივანიშვილის დაცვისკენ, ან ხელისუფლების პოზიციების მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ამავე დროს მის პოსტებს ძირითადად ჟურნალისტების, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობლის, ოპოზიციისა და აქტივისტების წინააღმდეგ ციტირებენ.

ამ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ მასალებში აღნიშნულია, რომ ქეთევან მიქიაშვილი არქეოლოგია. ქეთევან მიქიაშვილის ფეისბუკ პროფილზე მხოლოდ ერთი ფოტო გვხვდება, რომელიც სავარაუდოდ, პოსტის ავტორს უნდა ასახავდეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამავე პირს, ოღონდ უკვე სხვა სახელით (ქეთევან ტურიაშვილი)  პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიები (POSTV, TV imedi, Rustavi2)  2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვარში აქტიურად ციტირებდნენ. მაგალითად,  POSTV-ის ფეისბუკ გვერდზე POSTV News ტურიაშვილის  ჯამში ცხრა პოსტი, დეკემბერში ოთხი (1,2,3,4) და იანვარში ხუთი პოსტი (1,2,3,4,5)  არის ციტირებული.

ტურიაშვილის მიმართვებს ასევე სისტემატიურად ტირაჟირებდნენ პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის სხვა საინფორმაციო სააგენტოებიც (რეპეორტიორი, Neshub.ge, ongo.ge, mpn.ge, Kvira.ge, Digest.ge, Lideri.ge).

“,- ვკითხულობთ „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved