• რეკლამა
  • კონტაქტი
04:37, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის, თუ არა, მუქარის ზარებთან საქართველოს მთავრობა კავშირში? – აზრებაიჯანული კომპანიის პასუხი და გაყალბებული ინფორმაცია – ჟურნალისტური გამოძიება

ალია ავტორი - ალია
13:39 05-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

ვინ იდგა იმ მუქარისშემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების უკან, რომელთა საშუალებითაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების ოპონენტების დაშინებასა და ზეწოლას ცდილობდნენ? ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე “აი, ფაქტმა” და “OCCRP”-მა ჩაატარეს.

გამოძიებაში ნათქვამია, რომ OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” ჟურნალისტებმა შეაგროვს ამ “აქციაში” ჩართული ნომრები და მათთან დარეკვა დაიწყეს – “უმეტეს შემთხვევაში ოპერატორი გვეუბნებოდა, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის, ან ვხვდებოდით დაბნეულ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რაზე ვესაუბრებოდით, ან ჩვენი კითხვის შემდეგ სულაც ყურმილს გვითიშავდნენ”– ნათქვამია ინფორმაციაში.

„ეს ნომერი ორი დღის წინ ვიყიდე… არა, მსგავს რაღაცებთან შეხება არ მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც სახლიდან არასდროს გადის“, – უთხრა OCCRP-ს აკანკალებული ხმით ერთმა აზერბაიჯანელმა ქალმა, რომლის ნომრიდანაც საქართველოში რეკავდნენ.

ტელეფონის ნომრებისა და საუბრების ანალიზმა ტექნოლოგიურ ლაბირინთამდე მიგვიყვანა, თუმცა ამ სქემის პირველწყაროს დაზუსტებით დადგენა რთულია. ზარების მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით არის შესაძლებელი. ამით ისინი ცდილობდნენ ხალხის დაშინებას და “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეთა რაოდენობის შემცირებას – აღნიშნავენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

ქართული ნომრების გარდა, ფიქსირდებოდა უკრაინული, სინგაპურული და აზერბაიჯანული სატელეფონო ნომრებიც.

OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” ჟურნალისტებმა შეაგროვეს 60-მდე ქართული და აზერბაიჯანული ნომერი და სცადეს, მათი შესაძლო მფლობელები გარკვევა და მათთან დაკავშირება.

“ქართული ნომრების უმეტესობა უკვე აღარ არსებობდა. რამდენიმემ, ვინც ქართულ და აზერბაიჯანულ ნომრებზე გვიპასუხა, ჩვენი კითხვის შემდეგ სწრაფად გათიშა, ხოლო დანარჩენები გაოცებულები იყვნენ, მათი ნომრებიდან განხორციელებული ზარების შესახებ რომ მოვუყევით.

საინტერესოა, რომ ათობით აზერბაიჯანული ნომერი იწყებოდა “005”, “004” ან “006” ინდექსით. სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომელსაც ეს ნომრები ეკუთვნის, ამ ინდექსით ისინი გასაყიდად არასდროს გამოუტანია. როდესაც ჩვენ ამ ნომრებზე გადავრეკეთ, ზარი არ გავიდა.”

გამომძიებელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ  აზერბაიჯანის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო სერვის Bakcell-ს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ჩაატარეს გამოძიება ქართველ ოპერატორებთან ერთად და დაადგინეს, რომ ზარები განხორციელდა „თაღლითური მეთოდით“, რომელიც CLI spoofing-ის სახელითაა ცნობილი და რომელზეც მათ კონტროლი არ აქვთ.

CLI Spoofing-სას ზარის განმახორციელებელი განზრახ აყალბებს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება, რათა შენიღბოს მისი ვინაობა. სწორედ ამ ტექნიკის დახმარებით ხორციელდებოდა ზარები ხან ჰაიტიდან, ხან უკრაინიდან და ხანაც აზერბაიჯანიდან. 

„გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ზარები საქართველოში მიწოდებული იყო შუამავალი კომპანიების მეშვეობით და არ იყო შექმნილი bakcell-ის მიერ. ამჟამად ქართულ ოპერატორებთან და შუამავალ კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს ზარებზე გამოძიება“, – წერს bakcell-ის მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი ნიზამი ალიევი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ პასუხში. 

დაზარალებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს ამ სქემაში საქართველოს მთავრობის შესაძლო ჩართულობის ან მხარდაჭერის შესახებ. 

საქართველოს მთავრობამ არ უპასუხა OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” კითხვებს და არც საჯაროდ გამოუხატავს პოზიცია ანონიმურ ზარებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დარეკეს ერთ-ერთი აზერბაიჯანულ ნომერზე, საიდანაც წინა დღეებში აქტივისტ ნინა ტუღუშს დაურეკეს. გაირკვა, რომ ნომერი აზერბაიჯანის მოქალაქე, 84 წლის კაპიტოლინა სერგეიევნას ეკუთვნის. კაპიტოლინამ ჟურნალისტს უთხრა, რომ მობილურის ნომრის ერთადერთი მომხმარებელი იყო და საქართველოში არავისთან დაურეკავს.

„ვფიცავ, რომ ეს მე არ ვიყავი. ქართველებისგან ზარებს ვიღებდი. ერთი ქალბატონი იყო, ქართულად მელაპარაკა. მე ვუთხარი, რომ მისი არ მესმოდა და გამითიშა. რეკავდნენ სხვადასხვა ნომრიდან… ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ჩემგან დაურეკეს, მე ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო“, – უთხრა კაპიტოლინა სერგეიევნამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved