• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის თუ არა კავშირში გარდაცვალების მაღალი რიცხვი ვირუსის ახალ შტამთან? – “არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს, რომ ამ შტამებმა აჩვენა მეტი ლეტალური შედეგი”

ალია ავტორი - ალია
19:26 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.

– ბევრი ექიმი წერს, რომ პირველი და მეორე ტალღის შემდეგ, მძიმე პაციენტთა მართვა უნდა გვესწავლა, თუმცა, როგორც თავადვე ამბობენ, ეს ასე არ მოხდა. ფაქტია, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. მეორე ტალღის მიწურულს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გარდაცვალების რიცხვი კიდევ მაღალი იქნება ცოტა ხანი, რადგან 400 პაციენტი გვიწევს რეანიმაციაშიო. მესამე ტალღის დროს, რეანიმაციის პაციენტთა რიცხოვნობა არ დაუსახელებია, მაგრამ დანარჩენი იგივე თქვა… საპასუხოდ, თენგიზ ცერცვაძემ გვითხრა, ლეტალობის რიცხვი ახალი შტამის გამოა მაღალი, ამის თქმა უკვე დანამდვილებით შემიძლიაო. თქვენ რას ფიქრობთ?

– დავიწყოთ იქედან, რომ არსებული შტამებიდან, არც ერთზე, არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს, რომ ამ შტამებმა აჩვენა დაავადების მეტად დამძიმება, ან მეტი ლეტალური შედეგი, გავრცელების კუთხით, კი ბატონო, იყო გაზრდილი მონაცემი, უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაბამისად, მეტი ადამიანიც ინფიცირდება, მაგრამ შემთხვევების დამძიმების მხრივ, ეს არ შეინიშნებოდა.  მეორე – საქართველოს არ აქვს საშუალება ყველა დადასტურებული შემთხვევის პირობებში გამოიყენოს გენური სეკვენირება და გაარკვიოს, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული – არ გვაქვს ოფიციალური მონაცემი, რომელზე დაყრდობითაც ვიტყვით, რომ ლეტალური შემთხვევების ზრდა, რომელ ახალ შტამთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, საქმე კლინიკურ მართვაში უფრო ჩანს და არა შტამში. ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.). ამ მომენტისათვის სამწუხაროდ არ არსებობს ასეთი ინფორმაცია და ამ პირობებში, რთულია ისაუბრო იმაზე, რომ რა არის ლეტალობის  ზრდის რეალური მიზეზი.

– შესაძლოა, მართლაც იყოს კლინიკურ მართვაში პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, პასუხისმგებელი პირის პოვნა რთულია, თენგიზ ცერცვაძემ ახალი წერილი გაავრცელა ორიოდე დღის წინ, სადაც თქვა, „ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის ადრეული პერიოდიდან, თუმცა რიგი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ მედიკამენტს ყველა კოვიდკლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითარი გამართლება არა აქვს.“ – არადა, წესით, ყველა კოვიდკლინიკა უნდა მოქმედებდეს იმ პროტოკოლით, რასაც ბატონი თენგიზი შეადგენს და შედგენილი რომ აქვს პროტოკოლი, ეგეც ვიცით – რა ხდება, ვინ უნდა გადაწყვიტოს, მკურნალობის რა მეთოდი იქნეს გამოყენებული?

– სახელმწიფო უნდა წყვეტდეს, რასაკვირველია. ერთი კლინიკური პროტოკოლი უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჰოსპიტალური სექტორი უმეტესად კერძოა, და როგორ ჩანს, კლინიკების სხვადასხვა პროტოკოლებს მისდევენ. მეტსაც გეტყვით, ელემენტარულ რამეშიც არ ხდება ერთი პროტოკოლის გამოყენება – არაერთი ჩემი მეგობრის და ახლობლის მონაყოლიდან ვიცი, რომ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში აიცრნენ, ექიმებმა განსხვავებული ინფორმაციები მიაწოდეს მაგალითად, სხვადასხვა დრო, აცრის დოზებს შორის, სხვადასხვა პირობები და ა.შ. არის გარკვეული მოცემულობა, როცა წესი უნდა იყოს ერთი სახელმწიფოს მიერ დაწესებული და ყველამ უნდა იმოქმედოს ამ ერთი წესის მიხედვით. რაზე ვსაუბრობთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, არც ერთ საერთაშორისო გამოცემაში, არც ერთ სამედიცინო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი რომელშიც საქართველოში განხორციელებული მკურნალობის მეთოდოლოგიები თუ სხვადასხვა შემთხვევები იქნებოდა აღწერილი. შესაძლებელი იყო, თუნდაც რამდენიმე პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერილიყო ასეთი სამეცნიერო სტატიები.  სამწუხაროდ ესეც არ გაკეთებულა.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved