• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არის ისეთ პირობებში, სადაც მას არ აქვს შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაისუნთქოს ჟანგბადი… მოკლებულია ადამიანი ამ შესაძლებლობას“ – გიული ალასანია

ალია ავტორი - ალია
17:54 01-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
421

სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაზე:

„აღსანიშნავია ის, რომ წამების კომისია შევიდა “ვივა მედის” კლინიკაში. შევიდა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი იყო მოთავსებული სხვადასხვა ციხეში, სადაც იყო ნაცემი, მას ჩაუმტვრიეს ძვლები ცემის შედეგად და ეს დადასტურებულია სამედიცინო ცნობებით. შემდეგ ის მოწამლულიც იყო. და ბუნებრივია, რომ სწორედ წამების კომისია შეეფერებოდა მის მდგომარეობას. შევიდნენ ეს ადამიანები, იმუშავეს, დააკვირდნენ და დაიდო დასკვნა. იქ აღნიშნულია, რა თქმა უნდა, იურიდიული მხარე და მიზეზები, თუ რატომ და როგორ მოხდა, რომ ადამიანი ასეთი დამსახურებული თავისი ქვეყნისთვის, დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა თავისი ქვეყნის სამსახურში, როგორ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში. ამაზე მათთვის შეკითხვაც არ დაუსვამთ, არ ევალებოდათ და, შესაბამისად, არც პასუხი გაუციათ.

რაც შეეხება მის სამედიცინო მდგომარეობას, აქ არის აღნიშნული თუ რა პირობებში და რა შედეგზეა გათვლილი მისი მკურნალობა “ვივა მედში”. და ისინი აღნიშნავენ, რომ აქ მთავარი არის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მეორე პლანზეა სწორედ ეს სამედიცინო მხარე, რაც არ არის სწორი მათი აზრით და გამოტანილია როგორც ნაკლი და შემდეგ ნათქვამია ის, რომ პაციენტი მოკლებულია ელემენტარულ პირობებს – არ აქვს კონტაქტების შესაძლებლობა, ძალიან შეზღუდულია კონტაქტები ამ პაციენტის შემთხვევაში და აგრეთვე ის, რომ მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის წყაროებზე, მაგალითად მას საერთოდ თვალით არ უნახავს ტელეფონი, მთელი ამ ხნის მანძილზე, 2,5 წელია გრძელდება მისი იქ ყოფნა. არის ისეთ პირობებში, სადაც მას არ აქვს შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაისუნთქოს ჟანგბადი… მოკლებულია ადამიანი ამ შესაძლებლობას.

ეს კომისია რომ შემოვიდა, შემდეგ მათ შენიშნეს, რომ ეს ფანჯრები მუქად არის შეღებილი და საერთოდ სინათლე არ გადის ამ ფანჯრებში. შემდეგ მათ გააკეთეს შენიშვნა და თითქოს მიღებული იყო ზომები მაგრამ დღესაც ეს ფანჯრები არ არის გამჭვირვალე, იღება ძალიან ოდნავ, ჰაერი შედის მაგრამ ეს ის არ არის, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისთვის. ეს ფაქტია და თანაც მისი ეს მდგომარეობა გრძელდება 2,5 წელია.

შემდეგ ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ მათი დასკვნაა ასეთი, რომ ეს მკურნალობა, რომელიც მას უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მის გამოჯანმრთელებაზე არავითარ შემთხვევაში. ეს რას ნიშნავს – ეს იმას ნიშნავს, რომ გაძლებაზეა ადამიანი. აი რამდენ ხანს გაძლებს, რამდენ ხანს გაძლებს მისი ჯანმრთელობა და რამდენ ხანს გაძლებს მისი ფსიქიკა. აი ამაზეა გათვლილი და მე ამას შევდივარ, დღეში ორჯერ ვუყურებ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ეს ადამიანი იმყოფება კლინიკაში. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის ყველაფრის ამის ყურება და სრულიად წარმოუდგენელია, ჩვენი მოსახლეობა როგორ ეგუება ამ ყველაფერს. ძალიან გაკვირვებული ვარ“

„მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის გამოჯანმრთელება“ – ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი

თეგები: გიული ალასანიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved