• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არგუმენტაციის საბოტაჟი” – გოგა გაგნიძე

ალია ავტორი - ალია
20:00 02-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
399

ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:

არგუმენტაციის საბოტაჟი
სიტყვით ეყრება საფუძველი გამაერთიანებელ იდეებს, გამარჯვებებს დებატებში და აზრთა მიმოცვლას ჭეშმარიტების ძებნისას.
​არგუმენტაცია ხელოვნებაა.
​სწავლა სჭირდება როგორც ამ ხელოვნებას, ასევე ოპონენტის ცნობას ჯერ კიდევ სიტყვით შერკინებამდე, იმისთვის, რომ უგვანთაგან ჭეშმარიტებას ზიანი არ მიადგეს.
​„ქართული ოცნების“ მოდელირებული, უსაგნო დებატები, პოლიტიკური შეფასებები და, ზოგადად, საინფორმაციო დღის წესრიგი ჰგავს სიყალბის გოდოლს, რომლის დანიშნულებაც სწორედ ჭეშმარიტების დაზიანებაა და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ ეს შესანიშნავად გამოსდით.
​მათ ყველა ილეთსა და ხერხზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამჯერად ერთ მათგანზე შევჩერდები:
​არგუმენტაციის საბოტაჟი.
​ესაა „ოცნების“ ნაცადზე ნაცადი ინსტრუმენტი თითქმის ყველა სიტუაციაში, თითქმის ყველა დროს, მთელი მათი თოთხმეტწლიანი ბატონობის პერიოდში.
​დიდი თუ პატარა სპიკერები, მინისტრები, ოფიციალური პირები, მერი თუ ბერი და თავად ბიძინაც კი, ყოველ ჯერზე მიმართავენ ამ ხერხს:
​„ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეთ“;
​„ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი“;
​„საპირისპირო მხარემ ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტაცია“.
​თავად არგუმენტაციის საბოტაჟს ათამდე განშტოება აქვს და თითოეული მათგანისთვის განსხვავებული გამანეიტრალებელი ინსტრუმენტი არსებობს.
​სამწუხაროდ, ამ ინსტრუმენტებს ვერ ნახავთ ვერც დებატებისას და ვერც მუდმივად რეაქციის რეჟიმში მყოფი ოპო-ბაბლის სპიკერების არსენალში.
​2024 წლის ბოლოს ერთ-ერთ მსხვილ პოლიტიკურ ოპო-გაერთიანებას შევთავაზე სპიკერთა გადამზადება – არგუმენტაციის ხელოვნების კურსის სრულიად უსასყიდლოდ ჩატარება. პასუხად უმეტყველო მზერა მხვდა – მათ უბრალოდ ვერ გაიგეს, რას ვთავაზობდი.
​ყველას გვახსოვდეს, რომ სინდისის პატიმრები, ქვეყნის კურსის დეზორიენტაცია, გაუთავებელი მარცხები და დავიწყებული გამარჯვებები არის შედეგი „ოცნების“ წარმატებული საინფორმაციო ბრძოლის, გამართული ვერბალური სტრატეგიისა და ჩვენს მხარეს მათი არქონისა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved