• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არგადარჩენიზა ვარ გაწირული, საწყალი მამაშენი დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ – ” – დედის წერილი

ალია ავტორი - ალია
23:29 02-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ქართველი პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, წერს:

„2001 წელია. ჩემი სტუდენტობის პროლოგი. პირველი კურსი. ესეთი ხანია, რომ ჯერაც ოთხმოცდაათიანები გვკიდია ზურგზე, თუმცა უკვე ხელებს სადღაც გაურკვეველ მომავალში ვაფათურებთ ბრმად. ამ ფათურისას თითებს ბევრ რამეს წამოკრავდი და მათ შორის აუცილებლად იყო რაღაც უცხო თარიღები, კიდევ უფრო უცხო სახელებს რომ უკავშირდებოდა. ჯერაც ის დროა, რვა მარტი რომ მეტად არის შეყვარებულის და უკანასკნელი თეთრების შემაშინებლად ხანგრძლივი, საშინელი სუნის „დუხებში“ დახარჯვის დღე. ის დროა, მაგრამ უკვე ვალენტინობაზეც მოგვესმა. გავიგეთ, რომ შეყვარებულების თარიღია ევროპაში. ის მთლად ზუსტად ვერ გავიგეთ, ვინ იყო ვალენტინი – უმეტესს ვალენტინა და ზოგს, საბჭოთა სახელმძღვანელოებგამოვლილს, საერთოდ ვალენტინა ტერეშკოვას საქმე ეგონა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილად მოჩანდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გზის და საჭმლის ფული უკვე გამოგზავნილი აქვთ, ვიღაც გოგო მომეწონა. ეს ორი ამბავი ერთმანეთს ერთ წინადადებაში იმიტომაც უკავშირდება, რომ ფული მჭირდება. და ფული იმიტომ მჭირდება, რომ ვალენტინობა მოდის.

დავწერე წერილი, სადაც ახალ საგანზე, მკაცრ ლექტორზე და ამ ლექტორის დავალებულ უამრავ წიგნზე ეწერა დაწვრილებით და გულისშემძვრელად. ეწერა ისიც, რომ წიგნები ძალიან ძვირი ღირდა და არც მინდოდა, უბრალოდ ქსეროქსის ფული მჭირდებოდა – 20 ლარი. წერილი, რა თქმა უნდა, სახლში გავაგზავნე და სამ დღეში ვაგზალზე დავხვდი წითელ „მარშუტკას“. „მარშუტკის“ მძღოლმა საიდუმლო სახით და სწრაფი მოძრაობით გადმომცა ტილოში გახვეული საგანი, რომლიდანაც ოციოდ ნაბიჯის გამოვლის შემდეგ, საიდუმლო მოძრაობითვე დავაძრე მჭადი, და მჭადის ზურგთან ჩაჩურთული კონვერტი 20 ლარით და წერილით. აღელვებით ჩავირბინე კიბეები და იმ გრძელ დახლებს მივუახლოვდი, მეტროდან ვიდრე დინამომდე, რომ გაშლილიყო. კაი „დუხს“ ვეძებდი. მოკლედ, ვიარე და ვარჩიე, ვარჩიე და ვიარე. ბოლოს, ერთს დავადგი თვალი. ორ ლარს დაგიკლებო, იმან. ორი ლარი დიდი ამბავი იყო. წავიღე ჯიბისკენ ხელი და ჰა! არაფერი. წამის მეასედში ყველა ჯიბე და თეორიულად მოჯიბო ადგილი მოვსინჯე, ლამის ჭადი გავტეხე და ის კიბეებიც გულუბრყვილო დაჟინებით ავირბინ-ჩამოვირბინე. არაფერიც! გაქრა 20 ლარი. განადგურებული ვიდექი. არ მახსოვს. შეიძლება ხუთი, შეიძლება 10 წუთიც კი. მერე ჯიბიდან ის წერილი ამოვიღე და წავიკითხე.

წერილში დედაჩემი წერდა:

„ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია.

არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას ქმარს გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი, მერე გზობა, მაგ კაცს ჟილეტს გამუვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved