• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„არემჯიმ “ CSR FORUM 2022-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

ალია ავტორი - ალია
14:04 05-24-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,981

 

სასტუმრო მერიოტმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2022-ს უმასპინძლა, რომელზეც ბიზნესლიდერებმა წელს არსებულ გამოწვევებზე და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.
რიგით მე-7 ფორუმზე, კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე CSR პროექტები წარუდგინა, რომელთაც კომპანია ადგილობრივების მხარდასაჭერად ახორციელებს.

,,ვფიქრობ რომ CSR FORUM ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის დანერგვას, როგორც მცირე ასევე მსხვილი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ გვაქვს საშუალება გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული CSR პროექტები და მათი შედეგები, რომელიც 70-მდე მიმდინარე CSR პროექტს და 3000-მდე ბენეფიციარს აერთიანებს.“- განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
CSR ფორუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე, გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელი გურამ აქვოფაშვილიც წარსდგა, რომელმაც ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანების მიღწევებზე, საერთაშორისო წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,არემჯი ჩვენი ძლიერი პარტნიორია, რომელიც აქტიურად გულშემატკივრობს ბოლნისურ მეღვინეობას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სწორედ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ბოლნისურ ღვინოს უკვე აქვს ცნობადობა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება CSR ფორუმზე ბიზნეს საზოგადოებას გავაცნოთ ბოლნისი, ჩვენი გაერთიანება და ბოლნისური ღვინოები. ‘’ – განაცხადა გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა.
CSR ფორუმი The FINANCIAL -ის ორგანიზებით და UNDP-სა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ბიზნესებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომები და შედეგები გაუზიარონ.
2018 წლიდან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „არემჯის“ საქმიანობაში სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებად ჩამოყალიბდა. 2012 წლიდან დღემდე „არემჯიმ“ 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა კულტურის, სპორტის, განათლების, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები შემოქმედებითი ახალგაზრდების, ადგილობრივი სპორტული და კულტურული წრეების, ასევე მცირე მეწარმეების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის კუთხით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved