• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: “ქართულმა ოცნებამ”, უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით

ალია ავტორი - ალია
18:38 10-04-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„ქართული ოცნება“ არის პარტია და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა. სხვა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც აქამდე იყო ხელისუფლებაში, ამას ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ მათ ოპოზიციაშიც არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს – ამით მოხდა  ლუსტრაცია, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის მხარდამჭერი და ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიღნაღში განაცხადა, სადაც  „ქართულმა ოცნებამ“   გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი საზრუნავი დღეს მომავალია, ხოლო წარსულს საზოგადოებამ შეფასება უკვე მისცა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ განვაახლოთ თქვენთან ნდობა და თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზეც. რა არის ის მთავარი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ მომავალში გავაკეთებთ აქცენტს და სადაც ჩავდებთ კიდევ უფრო მეტ ენერგიას, რომ მივაღწიოთ პროგრესს, მივაღწიოთ უფრო მეტ შედეგს – ეს არისპირველ რიგში, განათლება, უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. განვაგრძობთ ბიზნესის და მეწარმეების მხარდაჭერას. ამისთვის გავაძლიერებთ ისეთი პროგრამების მუშაობას, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამა, ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტო და მისი პროგრამები. ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ჩვენ გვსურს, შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ქალაქებსა და სოფლებს შორის, რათა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გადანაწილდეს ეკონომიკა, შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა სოფლებში და თითოეულ ოჯახში, რომელთაგან არაერთი ჯერ კიდევ რჩება სიღარიბის პირისპირ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზეც და აღნიშნა, რომ იმ მიზნებითა და გეგმებით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, სიღარიბის პირისპირ დარჩენილ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ექნებათ. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც.

„ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს საპარლამენტო არჩევნები აძლიერებს თქვენს პირდაპირ დემოკრატიულ კონტროლს ხელისუფლებაზე. ამისთვის ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, ჩვენ ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, „ქართული ოცნება“ არის ძალა და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით. სხვა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც აქამდე იყო ხელისუფლებაში, ამას ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ვინაიდან მათ კარგად იცოდნენ, რომ ეს სისტემა იყო უფრო დემოკრატიული, ეს სისტემა მოითხოვდა უფრო მეტ ძალისხმევას, მოქალაქეების უფრო მეტ ჩართულობას და რასაკვირველია, ისეთი პოლიტიკური ძალები, ვისი ღირებულებებიც არ იყო დემოკრატია, არ იყო ადამიანის უფლებების პატივისცემა, რასაკვირველია, არ აკეთებდნენ ამას და ითხოვდნენ ამის გაკეთებას მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ მათ ოპოზიციაშიც არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს და მოხდა, რეალურად, ლუსტრაცია, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, ვინ არის ლიდერი პოლიტიკური პარტია, ვისაც ნამდვილად შეუძლია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გამოარჩევს. მისი შეფასებით, სწორედ დავით სონღულაშვილია ის ადამიანი, რომელიც ყველაე სწრაფად და ეფექტურად შეძლებს იმ პროგრესის უზრუნველყოფას, რომელიც რეგიონს სჭირდება.

თეგები: არჩილ თალაკვაძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved