• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, სამშაბათი, 9 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნების წინ ყველას ვეკითხებოდი: – რომ გააყალბონ რა სცენარი გაქვთ? – ყველა, ლამის თავს მესხმოდა, ვერ გააყალბებენ, ეს არჩევნები მოგებული გვაქვსო” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
21:16 11-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179
აშშ-ში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, წერს:
არჩევნების წინა პერიოდში, ვისთანაც სიტყვა მიმიწვდა ყველას ერთი და იგივე კითხვას ვუსვამდი; რომ გააყალბონ რა სცენარი გაქვთ მზად უსწრაფესი და ეფექტური რეაგირებისთვის? უკლებლივ ყველა, ლამის თავს მესხმოდა, ვერ გააყალბებენ, ეს არჩევნები მოგებული გვაქვსო. ძალიან გონიერი ადამიანებიც კი მეუბნებოდნენ, ცუდ ამბებს ნუ გვიყვები, ცუდი ისედაც ბევრი რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაშიო. არადა უმარტივეს კითხვას ვსვამდი, დიდი მიზნისთვის უთანასწორო ბრძოლაში შესულს ალტერნატიული გეგემების მთელი წყება რომ უნდა გქონდეს, ის თუ გაქვთ მზადთქო…
სანამ თავს დამესხმებით, ჭკუას ნუ გვასწავლიო, აქვე გეტყვით რომ გულშემატკივრის პოზიციიდან ვწუხვარ და არც ნიჰილიზმის დათესვა მაქვს მიზნად, არც ვინმესთვის ნიშნის მოგება.
პროფესიული ჩვევაა, რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული სცენარის წინასწარ გათვლა და მათზე რეაგირების სქემების მთელი სცენარების წინასწარ მომზადება.
არაფერს ისე არ ჰგავს პოლიტიკური პროცესი როგორც ჩემს პროფესიულ საქმიანობას.
როცა მძიმე პაციენტთან ურთიერთობა იწყება;
1. ვუსმენ და ვაკვირდები ერთდროულად – ამით ავადმყოფობის ისტორიას ვიგებ და პარალელურად ფიზიკურ გამოკვლევას ვატარებ სხეულზე და ქცევაზე დაკვირვებით.
2. მაქსიმალურად ვაცლი ისტორიის მოყოლას და პარალელურად “დაკითხვით / ჩაკითხვით “ ვცდილობ ისტორია უფრო მეტყველი გავხადო ჩემთვის.
3. პირველი შთაბეჭდილება მონაყოლით და დათვალიერებით მექმნება, რაც მკარნახობს რა ტიპის ფიზიკური კვლევა უნდა გავაკეთო. თუ პაციენტი ინფარქტისთვის დამახასიეთებელ ისტორიას მიყვება, ცხადია, დროს ნევროლოგიური სტატუსის, ინსულტის დიაგნოსტიკისთვის საჭირო ფიზიკურ კვლევაზე არ დავხარჯავ. პირველ ეტაპზე მაქსიმალურად ფოკუსირებულ ფიზიკურ კვლევას ვატარებ, რომ სწრაფად გავეკვე რომელიმე დროზე სენსიტიურ პრიცესთან ხომ არ მაქვს საქმე რომ დაგვიანებული ჩარევით სიცოცხლე ან რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია არ დავაკარგვინო პაციენტს. სწორედ ამ ფოკუსით ვატარებ ფიზიკურ კვლევას, ხელით, სტეტოსკოპით ან რომელიმე სხვა დამხმარე საშუალებით.
4. თუ კარგად მოვუსმინე, სწორი კითხვები დავსვი რათა მაქსიმალურად ამომეწია აისბერგის ფუძე ინფორმაციულად და დაკვირვებით სწორად ფოკუსირებული ფიზიკური კვლევა გავაკეთე დიაგნოზზე ან სრული წარმოდგენა მაქვს ხოლმე ან დიდი ალბათობით სწორ მიმართულებაზე ვახერხებ ორიენტირებას.
ამ ეტაპის ბოლოს უკვე მაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზების მოკლე სია. რაც უფრო ხარისხიანია ეს პირველი ეტაპები მით უფრო მოკლეა სავარაუდო დიაგნოზების სია, რაზეც შემდეგ ეტაპებზე უნდა ვიმუშაო.
5. ამის შემდგომ დგება დამატებითი კვლევების საკითხი. ტექნოლოგიების თუ დამატებითი სპეციალისტების დახმარებით ვცდილობ დავადასტურო ან გამოვრიცხო სავარაუდო დიაგნოზებიდან ვერსიები და საბოლოოდ იმ პრობლემამდე მივიდე რამაც პაციენტი ჩემამდე მოიყვანა.
6. მხოლოდ ამის მერე იწყება მკურნალობაზე ფიქრი. ცხადია პირველი რამდენიმე ეტაპის პროცესში პირველადი დახმარების გაწევა პარალელურად ხდება. პირველადი დახმარების მიზანი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, დარღვეული ფუნქციები სტაბილიზაციაა. საბოლოო მკურნალობას კი დაავადების ზუსტი მიზეზის ამოხსნა და მასზე უზუსტესი მკურნალობის მორგება სჭირდება.
7. როცა დიაგნოზი დადგენილია ყველა ჩამოთვლილი ხერხის და ტექნოლოგიების საშუალებით…
მკურნალობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებ ყველა შესაძლო რეაქციას რაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული პაციენტის ორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს. გვერდით პალატაში ან წარსულში ვინმესთვის დასმულ იგივე დიაგნოზს შეიძლება ზუსტად იგივე მკურნალობა ვერ მოერგოს რადგან ადამიანის ორგანიზმი დინამიური, ინდივიდუალური სტრუქტურაა და ამის არგათვალისწინება მკურნალობას წარუმატებლობისთვის გაწირავს.
8. მკურნალობის დაწყებისას ყველაზე დიდი დრო რისკების გათვლას ეთმობა რომ ყველა შესაძლო სცენარი გათვალო და დააზღვიო წინასწარ. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი კი არის კითხვა – ამ მკურნალობამ თუ არ იმუშავა რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? შემდეგი ნაბიჯის გათვლა კი ხდება მანამ სანამ მტკიცებულებებზე დაფუძვნებული მედიცინისთვის ცნობილი ყველა შესაძლო ნაბიჯი ამომწურავად არ გაქვს გააზრებული ალტერნატივად. რაც უფრო გონიერია ექიმი მით უფრო შორს მიდის ჯაჭვი – next step… და თუ ექიმი განსაკუთრებით ნიჭიერია ყოველთვის მოეძებნება თავის ქალის რომელიმე კუნჭულში “out of box decision” ქართულად ალბათ არაორდინალური გამოსავალი.
რატომ მოვყევი ამდენი.
სანამ პრობლემას თვალს არ გაუსწორებთ გამოსავალს ვერ იპოვით…
ამ უთანასწორო ბრძოლაში მეომრები ისე შევიდნენ რომ არც ერთ ჩამოთვლილ პუნქტზე ნაფიქრი არ იყო სამწუხაროდ. ან მინიმუმ ცუდად იყო ნაფიქრი.
დიაგნოზამდე მისასვლელი არც ერთი ეტაპი არ იყო გავლილი. საკუთარ ამომრჩეველს, მათ წუხილებს, ინტერესებს და რაც მთავარია შესაძლებლობებს ოპოზიცია არ იცნობს.
საერთოდ არ უფიქრიათ მკურნალობის ტაქტიკებზე, რისკებზე და უშედეგობის შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ ვერსიებზე.
პოლიტიკური პროცესები მათემატიკასავით ლოგიკურია. კანონზომიერია ის მოცემულობა რაშიც არჩევანმოპარული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი იმყოფება. მათემატიკის და სტატისტიკის კანონები ამბობენ რომ კანონზომიერია… სამწუხაროდ.

სადაა გამოსავალი?

ზემოთ მიყვანილი პროცესის პირველი პუნქტიდან უნდა დაიწყოთ… ავადმყოფის გაცნობიდან… ეს თანმიმდევრობა თუ არ დაიცავი ვერასდროს შედეგს ვერ აღწევ.
თქვენ წარმოიდგინეთ გაჩერებული გულით რომ შემოყავთ პაციენტი და რეანიმაციას დაუყოვნებლივ ვიწყებთ იქაც კი პარალელურად ზუსტად ამ თანმიმდევრობით იგივე პროცესები მიმდინარეობს ექიმის თავში, ოღონდ რეანიმაციის პარალელურად.
მარტივი ლოგიკაა, ამოცანა კარგად უნდა წაიკითხო და გაიაზრო რომ ამოხსნა.
წაუკითხავად მათემატიკის ამოცანა ამოგიხსნიათ???
P.S. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, “ჭკუას არ გასწავლით”, როგორც ერთი ამომრჩეველი ვწუხვარ და ჩემს შეხედულებებს ჩემივე გვერდიდან გიზიარებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი ოქროს შეფასებას ზრდის!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი ოქროს შეფასებას ზრდის!

18:46 09-08-2025
სიმაღლეზე მუშაობის თანამედროვე სტანდარტი — Haulotte-ს ამწეები K2-ისგან
ახალი ამბები

სიმაღლეზე მუშაობის თანამედროვე სტანდარტი — Haulotte-ს ამწეები K2-ისგან

18:34 09-08-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

15:05 09-08-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

14:07 09-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved