• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

ალია ავტორი - ალია
19:24 02-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
ახალგაზრდებს უმასპინძლა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.
ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არჩევნების საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის
ჩართულობის მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024-2025 წლებში გამართულ საერთო არჩევნებზე, ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მან დეტალურად ისაუბრა იმ საგანმათლებლო პროექტებზე, მათ შორის სასკოლო პროგრამებსა და საინფორმაციო კამპანიებზე,
რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებთ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ამ დღეს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ დღეს ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ როგორც არჩევნების, ისე ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ვაცნობთ იმ ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას დავანახოთ არჩევნები არის არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი
მთავარი ინსტრუმენტი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მათ აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ საარჩევნო პროცესს და გააცნობიერონ საკუთარი როლი დემოკრატიულ ცხოვრებაში.
დღესვე ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა  ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო. მათ მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო აპარატების მუშაობა.
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრები რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ცესკოში ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით შედგა. ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართეს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმაც თელავსა და ბათუმში.
არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved