• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩევნების დაცვის ოთხი განზომილება – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:44 06-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა, ჯგუფ დაიტოვეს პროექტში – ისაუბრე, თქვა:

პირველ რიგში ჩვენ თუ არ ვისაუბრებთ არჩევნების დაცვაზე, ყველაფერი დაგვრჩება გვერდით, დღევანდელი წინასაარჩევნო გარემო არ არის არც 2020-ის და არც 2021-ის მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო გარემო. 

ინსტიტუტები, რომლებსაც უნარი აქვს, რომ დაიცვას არჩევნები, რუსული კანონით პირდაპირ ჰყავს მიზანში ამოღებული [ხელისუფლებას] სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედია. ძალიან არაორდინარული ვითარებაა. 

დაცვას აქვს რამდენიმე განზომილება და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.

პირველი ეს არის მაღალი მონაწილეობის ადვოკატირება – რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ, მიახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო 2012 წელს და მაღალმა მონაწილეობამ შედეგი გამოიღო. რეგიონებში როდესაც დადიან პარტიის წარმომადგენლები, ამაზე ვმუშაობთ. 

მეორე, ეს არის თვითონ არჩევნების დაცვის ადვოკატირება – ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე მივლენ, გვინდა გავაგებინოთ, რომ მხოლოდ მისვლა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია დაცვის პროცესში მონაწილეობა და ამის ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს. 

მესამე, შექმნილი გვაქვს საარჩევნო ჯგუფი პარტიაში, რომელიც მუშაობს მტკიცებულებების მოგროვებაზე, დარღვევების მონიტორინგზე ინსტიტუციურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სად შეიძლება ეს დარღვევები აღმოვაჩინოთ. 

მეოთხე, მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. რეგიონებში განსაკუთრებით პროპაგანდის ნაწილი არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. 

სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის რეფორმების ხედვას, ბევრ რამეში არის აქ თანხვედრა. აქ არის მთავარი ამოცანა, კოალიციურ მთავრობასთან ერთად, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved