• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არჩევნები ისე მოგვადგება კარს, რომ შეიძლება იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომელშიაც ვიმყოფებით” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:32 10-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ერთი მავნე ლოზუნგი, რომელიც მუდამ გაისმოდა ოპოზიციაში: “ეს ხელისუფლება არჩევნების გზით ვერ შეიცვლება”. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არაარჩევნების გზით, რასაც რევოლუცია ჰქვია. თუ ხელისუფლებას ვერ ცვლი ვერც პირველი და ვერც მეორე გზით, გამოდის, რომ ამით აბეტონებ არსებულ რეჟიმს. ასეთი ვითარება საზოგადოებაში წარმოშობს ნიჰილიზმს, აჩენს მითს მმართველი რეჟიმის დაუმარცხებლობის შესახებ, რაც საბოლო ჯამში იწვევს სასოწარკვეთას და შემგუებლობას.

არჩევნები ოპოზიციამ წააგო, რევოლუცია ჩაფლავდა. რა უნდა აკეთოს ოპოზიციამ, რომელიც მნიშვნელოვნად არის დასუსტრბული ბოიკოტირებულ არჩევნებში განცდილი კრახისა და არშემდგარი რევოლუციის შემდეგ? როდის შეძლებს ძალების აღდგენას და რაში უნდა დახარჯოს ეს ძალები? საბოლოოდ, მაინც მივდივართ პირვანდელ კითხვამდე: როგორ ვცვლით ამ ხელისუფლებას, არჩევნებით თუ რევოლუციით?

აქვე გავცემ პასუხს: ხელისუფლების შეცვლის უმთავრესი მექანიზმია არჩევნები. იმარჯვებ უსამართლო არჩევნებში( ასეთი რამ ბევრჯერ და ბევრგან მომხდარა), პრობლემა გადაწყვეტილია, მარცხდები არჩევნებში ისე, რომ აშკარაა უსამართლობა? არ არსებობს იმაზე დიდი გამაღიზიანებელი ფაქტორი თუნდაც იგივე რევოლუციისათვის, ვიდრე ხალხის აბუჩად აგდება და ძალაუფლების მიტაცებაა. არჩევნებზე დიდი კატალიზატორი არ არსებობს. გაყალბებულმა არჩევნებმა სტიქიურად შვა ვარდების რევოლუცია და არა სიღატაკემ, უსამართლობამ და შევარდნაძის რეჟიმის ღრმად კორუმპირებულობამ.

უდიდესი ზიანი, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა საზოგადოებას მიაყენა, არის ის, რომ გააჩინა საარჩევნო ნიჰილიზმი. საარჩევნო განწყობილების უკან შემობრუნება იქნება ძალიან ძნელი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბოიკოტისტებსა და არაბოიკოტისტებს შორის დაპირისპირება არა თუ არ დამთავრებულა, ახალ ფაზაში გადავიდა.

შექმნილ ვითარებაში ორივე მხარე არის დამნაშავე. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა სულაც არ იყო ცუდი იდეა, მიუხედავად პარლამენტში მუშაობის ბოიკოტირებისა. ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია მიიღებდა მასში მონაწილეობას. ეს სჯობდა ბოიკოტს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, სერიოზული შეცდომა იყო ორი ბარიერგადალახული პარტიის მხრიდან საარჩევნო პროცესში “ოცნებისათვის” ჩაყოლა. შედეგი სავალალო გამოდგა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა ოპოზიციურ ფლანგზე და კიდევ უფრო შეუწყო ხელი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადლოების გახლეჩას. წარუმატებელმა ბუნტმა ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ასი პროცენტით ოცნებისათვის გადაბარება იყო სერიოზული შეცდომა. სამწუხაროდ, არასერიოზულად უყურებს ბევრი ადგილობრივ თვითმმართველობებს და ზოგადად, რეგიონებს. არ არის საქართველო მხოლოდ თბილისი არც პოლიტიკურად და არც სოციალურ-ეკონომიკურად.

რა არის გამოსავალი:

1. არჩევნებისთვის მზადება. თუ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ლოგიკური იყო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებამდე, დღეს იგი მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს ოპოზიციის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე. რიგგარეშე არჩევნები მაშინ ინიშნება, როდესაც ხელისუფლებას სხვა გზა არა აქვს. ეს ფაქტობრივად ხელისუფლების ცვლილებას ნიშნავს. მხოლოდ ძალიან მოულოდნელი და ღრმა კრიზისი უნდა მოხდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. შესაძლებელია თუ არა ეს, ამის პროგნოზირება ძნელია. ბევრი რამ საგარეო ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

2. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების განახლება, რომლის მთავარი მიზანი პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდა იყოს.

3. ოპოზიციაში შიდა ომის შეწყვეტა, დიალოგის დაწყება , გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებისკენ ნაბიჯების გადადგმა.

4. უცხოეთთან მუშაობის გაძლიერება, პირველ რიგში სანქციების გამკაცრების მიმართულებით.

არჩევნები ისე მოგვადგება კარს, რომ შეიძლება იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომელშიაც ვიმყოფებით. ამაზე “ოცნების” რეჟიმიც იზრუნებს. არჩევნები, როგორც ხელისუფლების შეცვლის საუკეთესო საშუალება უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში( რაც არც სხვა გზებს გამორიცხავს). ქვეყანაში უნდა განახლდეს არსებულ პრობლემებზე და მომავლის გეგმებზე საუბარი, რათა ხალხმა ნათლად დაინახოს ამ რუსული რეჟიმის დემოკრატიული ხელისუფლებით შეცვლის უპირატესობა.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved