• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნები, ან 150 000” – თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:43 09-21-2020
- ახალი ამბები, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცაცების საქმე, შესაძლოა, არჩევნებს უკავშირდებოდეს.

ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ ხელსუფლება საქმეზე დაკავებული 4 პანკისელის სანაცვლოდ ხმების მოპოვებას შეეცდება.

როგორც ირკვევა, დაკავებულთაგან ერთი, ბაქარ ფარეულიძე, პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა.

ბიზნესმენი ფარეული ღიად ამბობს, რომ “ოცნების” მხარდამჭერი არ არის და შესაძლოა, მართველი გუნდი მას დაკავებული ძმის თავისუფლებით ევაჭროს.

“არჩევნები ახლოვდება, ფარეულიძისნაირი ადამიანი სჭირდებათ მხარდასაჭერად და გატაცება შეიძლება ამისთვის გამოიყენეს. ბიზნესმენი და გავლენიანი პირია და აქვს ისეთი შესაძლებლობები, რაც მთავრობას დააინტერესებს. ვფიქრობ, რომ გატაცების ერთადერთი მთავარი მიზეზი ეს არის”, – ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.

თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს ფარეულიძის ძმასთან ერთად მისი პირადი მძღოლიც დაკავებულია. სხვა დაკავებულებიც ბიზნესმენის გარემოცვის წევრები არიან.

გარდა პოლიტიკური მოტოვისა, ხეობაში ასახელებენ გატაცების კიდევ ერთ ვერსიას – ადგილობრივები ჩაშლილ გარიგებაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება ავტომობილების ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება.

დაკევებულთა ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებული ბიზნესმენებისგან 150 000 დოლარის ავტომობილები იყიდეს თუმცა არ მიუღიათ, რის გარკვევასაც შეეცადნენ”.

დაკავებულების ოჯახუის წევრები შესაძლო დაპირისპირებას არ გამორიცხავენ, თუმცა გატაცებას კატეგორიულად უარყოფენ.

ცნობილია, რომ ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა და ბეისბოლის 3 ხელკეტი ამოიღო.

დაკავებულებს ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved