• რეკლამა
  • კონტაქტი
01:51, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არავითარი ელიტურობა, არავითარი “მეფის ნავში ჯდომა”, არც ხუთოქტავიანი დიაპაზონი ან რამე მსგავსი“ – ნიკა გვარამია ბუბა კიკაბიძეზე

ალია ავტორი - ალია
21:15 01-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
833
ნიკა გვარამია ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე:
“არავითარი ელიტურობა, არავითარი “მეფის ნავში ჯდომა”, არც ხუთოქტავიანი დიაპაზონი ან რამე მსგავსი – ის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო და მისი მთავარი ძალა უბრალო ხალხის სიყვარული იყო. სიკვდილის წინაც ამას გაუსვა ხაზი – “დამკრძალეთ დედისა და ცოლის გვერდით”. და კრძალავენ კიდეც ვერის სასაფლაოზე, საოჯახო საძვალეში. მხოლოდ უზომოდ მასზე შეყვარებული ხალხი გააცილებს, უზომოდ ბევრი. არავითარი დაფა-ზურნა და დამკრძალავი კომისიები. გაასვენებენ და დაკრძალავენ, როგორც ნამდვილ სახალხო გმირს. კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა და პლასტიკა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება. არ დაავიწყდებათ არც ის, ყველაზე კონფორმისტულ სფეროში მოღვაწემ, საკუთარი მაგალითით როგორ გვაჩვენა, რომ არტისტს მარტო ხალხის სიყვარულის ფუფუნება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სწორი და მართალი სამოქალაქო პოზიცია. რომ ეს პოზიცია ჩუმად კი არ უნდა ატაროს, არამედ საჯაროდ გამოხატოს და რომ ესაა სწორედ სამშობლოსა და ხალხის მსახურება.
RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ” – წერს გვარამია
თეგები: ბუბა კიკაბიძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved