• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის, არაფერია საპანიკო“ – „არ უნდა გავთამამდეთ“

ალია ავტორი - ალია
17:57 09-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, კითხვას, ჩაიკეტება თუ არა აჭარა და ბათუმი, ასე უპასუხა:

„არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის. მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომ რაღაც რადიკალური ზომები მივიღოთ. მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება.

მთლიანად ქვეყანაში, ისევე როგორც აჭარის რეგიონში, სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია, არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა, ეს სიტუაცია პროგნოზირებადი იყო” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით კი, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, განსაკუთრებული რეგულაციების შემოღება საჭირო არ გახდება.

„თუ ჩვენ დავიცავთ ყველაფერს და არ გავთამამდებით ისე, როგორც უკვე გავთამამდით, ვფიქრობ, არ იქნება საჭირო დამატებითი, განსაკუთრებული რეგულაციების შემოღება”, – განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მარინა ენდელაძის განმარტებით: „25 ახალ პაციენტიდან 9 არის „დონას კლასტერიდან”, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 1 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სამის ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ერთი არის რუსთავის „ავერსის” თანამშრომელი და მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს, რომელზეც დადასტურებული არ არის წყარო და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა”.

თეგები: ამირან გამყრელიძემარინა ენდელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved