ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაუზიარებენ.
როგორც მთავრობის მეთაური ირწმუნება, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცით „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება“.
რაც შეეხება კითხვას, უნდა დაინტერესდეს თუ არა აღნიშნული თემით საგამოძიებო უწყებები, კობახიძე ამბობს, რომ ინფორმაციას ჯერ საზოგადოებას წარუდგენენ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი უწყებისთვის მიმართვა.
„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. ამასთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს მთავრობის ადმინისტრაციიდან. პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც – ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესია და არაერთი განცხადება იყო, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, სრული, დეტალური ინფორმაცია გაუზიაროთ საზოგადოებას და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებზე საზოგადოებას კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის მიმართ აქვს.











კომენტარები