• რეკლამა
  • კონტაქტი
15:01, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავის შვილები – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
19:45 01-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე:

“ერთხელ, ერთმა კაცმა, დიდად პომპეზურ საჯარო თავყრილობაზე, მხოლოდ კეთილი განზრახვით ჩაფიქრებული, ასეთი სიტყვები თქვა: აგერ, გიორგიო (ანუ მე), არავის შვილი არ არის და როგორ წარმატებას მიაღწიაო.

ამ შვილების და შვილიშვილების საზოგადოებაში, სადაც ადრე, სტუდენტობისას, იმის გაგების შემდეგ, რომ კორნელი კეკელიძის ნათესავი არ ვყოფილვარ, ცოტა მოიწყენდნენ და ერთი-ორი ანეკდოტის მოყოლა მიწევდა, ისევ რომ გამეღიმებინა, ბევრი არაფერი მიკვირს. მაგრამ ეს „არავის“, ყურს უცნაურად მოხვდა. არ მწყენია (გამომსვლელის აზრით საერთოდაც უნდა გამხარებოდა) – დიდი ხანია გარეამბებისთვის გულის კანი გამისქელდა და არც მარტივი კომპლექსების ტყვე გახლავართ. უბრალოდ დავფქირდი. სხვა მილიონი ადამიანის მაგივრადაც. რომ ეთქვათ, გლეხის, მუშის, აგრონომის და რა ვიცი – ათასი ვინმეს შვილიაო, შეიძლება, ფიქრიც არ შემეჩერიბინა. არადა, იმ კაცმა მართლა კეთილი განზრახვით თქვა და რაღაც აზრით, თვისობრივ ამბავში, სრულებით ზუსტი რამ.

საერთოდ, კარგი წინაპრით სიამაყე ცუდი საქმე როდია, მაგრამ აბა ვინ მიკარნახებს, რას ნიშნავს კარგი? მამაჩემი იმიტომ არის არავინ, რომ დღედაღამე მუშაობდა ხან ყანაში და ხან თხილში, ხან ძროხას უვლიდა და ხან წიწილებს? არ იპარავდა და საკუთარ ოცნებებს ჩუმად ხოცავდა, იმიტომ რომ გარეთ სხვები ერთმანეთს ხოცავდნენ და ამ მხოცველთა შორის ბევრი აგერ ვითომ საამაყო წინაპარი იყო? და მამაშენიც და მამამისიც იმიტომ არიან არავინ, რომ მათი ბიოგრაფიაში რაღაც ჯილდოები და ნაშრომები არ წერია? და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი არავინ იყოს? ნებისმიერი ადამიანი. იქ კი, ბაბუათა და მამათა პანთეონში, მნიშვნელოვან ნაწილს, მხოლოდ იმიტომ ერქვა „ვიღაც“, რომ ცეკას შესასვლელთან ეძინათ და დღეს მათ სახელებს, რომელიმე სახლის შესასვლელთან დაძალებულ ლითონის აბრებზე სძინავთ. მაგრამ რაც უნდა ნაძირალა ყოფილიყო და ფსკერის ბინადარი – არასდროს დავარქმევ არავის „არავის“.

ამსიგრძედ იმიტომ ვწერე, რომ დღესაც, ბევრი განათლებული და დაწინაურებული ადამიანი მხვდება და როცა, ვიღაცაზე რამე კარგის თქმა უნდა, უკანასკნელ, რკინის არგუმენტად, იდუმალი ხმით მიჩურჩულებს: ხომ იცი, ეგ ფეშანგი ფაშვიბერტყაძის შვილიშვილია.

მე კიდევ მგონია, რომ „არავის შვილების“ დრო დადგა. ოღონდ ეს „არავის“ ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved