• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში იქნას ჩათრეული – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:31 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

იმ მანიპულაციას, რითაც ახლა თქვენ ხართ დაკავებული, აქვს ერთადერთი მიზანი – საქართველო ჩაითრიოთ შეიარაღებულ კონფლიქტში. არავის მივცემთ საშუალებას, რომ სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინას და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ქალბატონო ხატია, თქვენი გამართული რუსულით მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ხელისუფლების მოცილებით ხართ დაკავებული, საუბრობს ყველაფერზე, საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს – თქვენი პირველი სამშობლოს მიმართ, უკრაინის – თქვენი მეორე სამშობლოს მიმართ და საერთოდ, ადამიანობის მიმართ. იმ მანიპულაციას, რითაც ახლა ხართ დაკავებული, აქვს ერთადერთი მიზანი: საქართველო ჩაითრიოთ შეიარაღებულ კონფლიქტში. ამას მოვუწოდებთ ხელისუფლება, რომ არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, რასაც ვუყურებთ.

საქართველო არის აბსოლუტურად მყარი თავის პოლიტიკურ მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა ქვეყნებთან ერთად მივმართეთ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით, მხარი დავუჭირეთ რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან, მხარი დავუჭირეთ გაერო-ს რეზოლუციას, ვიყავით ინიციატორები იმ განცხადებებისა, სადაც თქვენ მონაწილეობაც კი არ მიიღეთ, როგორც დელეგაციის წევრებმა და თქვენ ხართ დაკავებული სოციალურ ქსელში ტექსტების აკრეფით, ხალხის აჟიტირებით სხვადასხვა თემებით, ნაცვლად იმისა, რომ გამოავლინოთ ნამდვილი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved