• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელოს და მიწები დაიტაცოს

ალია ავტორი - ალია
13:58 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა.

„მინდა ასევე, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და შემდეგ,ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი ყველასი, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო საკუთრებებზეც ახორციელებენ უკანონო მშენებლობას. ნაკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. გვაქვს ფაქტები, როდესაც ამ მიწების დატაცება ხდება და იქ უკანონო მშენებლობები ხორციელდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, ყველას დავპირდე, რომ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. რა თქმა უნდა, მოგეცემათ საშუალება, თქვენვე  განახორციელოთ დემონტაჟი და თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, თუმცა, მიწების მიტაცებას არასდროს დაუშვებს.

ამასთან, თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს დაავალა, მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება გამკაცრდეს და არცერთი უკანონო მშენებლობა დემონტაჟის გარეშე არ დარჩეს.

„ყველა ის ოჯახი, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს და ვინც უსახლკაროს სტატუსს ატარებს, საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. დედაქალაქში, დაახლოებით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას 2022 წელს ვიწყებთ. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და მათი პრობლემა გადაჭრილი იქნება, მაგრამ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს. მიეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინონ დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებარე ნაგებობების დემონტაჟიგანახორციელეთ. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან პრინციპული ვიქნებით ასეთი უკანონობის წინაშე. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ ვინ დგას ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან – კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ორი-სამი საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში კი ჰექტრობით მიწები. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით, უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწებიდაიტაცონ.ამდენად, იმოქმედეთ, შესაბამისმა სამსახურებმა. თუ საჭირო იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროც ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები: თბილისის მერიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

13:34 04-29-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved