• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავის არაფერში ვეჯიბრები – ვაკეთებ ჩემს საქმეს და მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
15:00 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც დასაფასებელია.

მერობის კანდიდატი კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ნდობას უკან კონკრეტული საქმეებით დააბრუნებს.

„კვლევებთან დაკავშირებით, განცხადებები ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და სიახლეს ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ არავის არაფერში ვეჯიბრები. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, ვაფასებ და ჩემი და ჩემი თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, ეს კეთილი განწყობა, პატივისცემა კონკრეტული საქმეებით დავაბრუნოთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მინდა, თბილისელებს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და გასაფრთხილებელია. პირობას ვაძლევ ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მხარდამჭერია თუ არა, მომდევნო წლების განმავლობაში, ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მათით ყველა აუცილებლად იამაყებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved