მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ვარ რეგიონში და შესაბამისად ვნახე ბევრი ადამიანი და ჩვენი ამომრჩეველს. ხალხს უამრავი პრობლემა აწუხებს, ბევრი ადამიანი კოვიდს ებრძვის, ბევრ ჩემი ახლობელს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და არამარტო ახლობელს(ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ) და ეს ტკივილი აქ, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, უფრო მეტად იგრძნობა.
ადამიანების მთავარი სათქმელია, დამთავრდეს ეს მარაზმი, რაც ხდება დღეს ტელევიზიებით. მათ უფრო სხვა რამეები აწუხებთ. პენსია, ქვეყნის ამუშავება, ეკონომიკა, პანდემია მძვინვარებს და კიდევ უამრავი პრობლემა.
სწრაფად უნდა გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება, არავის არ ანერვიულებს ვინ როდის გავა ტუალეტში და რას შეჭამს.
საქართველოს მთავრობავ, ეს არის ხალხის დაკვეთა, ჩემებო და მივხედოთ, ადამიანებს რასაც დავპირდით წინასაარჩევნოდ! პატივისცემით, ზ.ხაჩიძე“.
კომენტარები