მამუკა მდინარაძის თქმით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც “საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება”. ,,ოცნების” მიერ ცენზურის დაწესების სურვილს ასე ამართლებს თბილისის მერი, კახა კალაძე:
,,წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.
შესაძლოა, ვიღაცას ვიღაცა არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. არავის აქვს უფლება ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.
ესეც გასაგებია, საიდან მოდის და როგორ ხდება ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ამ ყველაფრის დარეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია”.














კომენტარები