• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არავინ მოგცემთ უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოთ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ“ – ზაალ უდუმაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:00 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

„არავინ არ მოგცემთ უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოთ სახელმწიფოს და მის სიმბოლოს პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ“– განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე.

ინდა, მივმართო ამ უწყების ხელმძღვანელს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის, იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ვინმეს ბოლოს გინახავთ სადმე ტიკარაძე? დამალული არის აბსოლუტურად, არსად არ ჩნდება, ერთი განმარტება არ გაუკეთებია. ახლა აქ ვართ მოსული დეპუტატები, რომლებსაც კანონიერი უფლება გვაქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შევიდეთ ნებისმიერ დაწესებულებაში და შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელს. მინდა, მივმართო ტიკარაძეს, დეპუტატებს სურთ, თქვენგან მოისმინონ არგუმენტები, თუ რატომ არ მიეცემა მიხეილ სააკაშვილს იმის უფლება, რომ ისარგებლოს სამოქალაქო სამედიცინო სერვისებით. ჩვენ ველოდებით პასუხს, რომ უახლოეს წუთებში მიიღოს დეპუტატები. ასე დამალვა დიდხანს არ გაგრძელდება, როდემდე დაიმალებით ხალხო, ან ვის დაემალებით. ყველას მოგეთხოვებათ საბოლოოდ პასუხი, იმ დანაშაულზე რომელსაც დღეს სჩადიხართ ქართული სახელმწიფოს წინაშე. არავინ არ მოგცემთ უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოთ სახელმწიფოს და მის სიმბოლოს პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ, რომელმაც პოლიციას დაუბრუნა ღირსება, მუნდირი და დღეს ეს პოლიცილები ასრულებენ იმ უკანონო ბრძანებებს, რომელსაც იღებენ ზედმგომი ორგანოებიდან.

სააკაშვილმა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული არმია, რომლითაც ვამაყობთ ყველა და შექმნა სახელმწიფო, რომელიც თითით საჩვენებელი იყო მსოფლიო რუკაზე. დღეს ეს ქვეყანა ჩქარი ნაბიჯებით მიემართება რუსეთისკენ, არ დავუშვებთ ამას, ჩვენი ადგილი ევროპაშია, ევროპული ოჯახია. არც ერთი ნაბიჯი უკან, ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს უნდა იგრძნოს ივანიშვილმა, რომ მას საფრთხე ემუქრება, დიახაც, ხალხი ემუქრება ივანიშვილს, დროულად გადადგეს, დროულად მიიღოს რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილება; დროულად იმიტომ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება. ხომ ხედავთ, ხალხო, ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში, აღარავინ აღარ მოითმენს საქართველოს რუსიფიკაციას, ამას არავინ არ შეეგუება, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ჩვენი ვართ თავისუფლების მოყვარული ერი და ჩვენს თავისუფლებას ჩვენს ღირსებას ყოველთვის დავიცავთ. თქვენ გაგიმარჯოთ, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved