• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი და პიროვნებამ განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვში – მინისტრის განმარტება

ალია ავტორი - ალია
23:40 08-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
532

ირკვევა, რომ პირი, რომელიც დაკარგულთა სიიდან ამოიღეს, შოვში საერთოდ არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ცოტა ხნის გაკეთებულ კომენტარში გააკეთა, სადაც განმარტა, როგორ მოხვდა ზურაბ ბიბილეიშვილი შოვის სტიქიის შედეგად დაკარგულთა სიაში და როგორ იპოვეს დღეს ის სახლში, თბილისში.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეტყობინება დაკარგული პირის შესახებ, ონის მერიაში სტიქიის პირველივე ღამეს ამოქმედებულ ცხელ ხაზზე შევიდა:

“თქვენ იცით, რომ ჩამოყალიბდა სპეციალური შტაბი უშალოდ სტიქიასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცხელი ხაზი, შესაბამის შეტყობინების დატოვების შესაძლებლობით. მერიაში მოწყობილ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდება კავშირი და ბუნებრივია, რომ ეს შოვთან დაკავშირებული ასპექტი არის.

გაკეთდა შეტყობინება, რომ ვერ ვუკავშირდებით ამა და ამ პიროვნებას. ეს მონაცემები იქნა ჩანიშნული და ავტომატურად აღნიშნული პიროვნება იქნა შეყვანილი დაკარგულთა სიაში” აღნიშნა ქარსელაძემ. 

ამის შემდეგ, მინისტრის თქმითვე ვეღარ მოხერხდა დაკავშირება ინიციატორთან დეტალების დასაზუსტებლად, შესაბამისად ბიბილეიშვილი დაკარგულთა სიაში რჩებოდა.

“ამის იქეთ ხდება უკუკავშირი, რათა მოხდეს დეტალების დაზუსტდება. ამ დეტალების დასაზუსტებლად, როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა და შველა-ძიების სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად ამ სიაში,  ეს პიროვნებაც იყო. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არანაირი სხვა კომუნიკაცია ახლობლებიდან, ოჯახის წევრებიდან, არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ  დაიწყო ოპერატიულ სამძებრო მოქმედებები იმისათვის, რომ ნამდვილად დადასტურებული ყოფილიყო, რომ ის ნამდვილად დაკარგულია თუ არ არის.” განმარტავს ქარსელაძე 

ქარსელაძის თქმით, ინიციატორის დასადგენად ოპერატიულ სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობდა, მისი ვინაობა დადგინდა და მას სთხოვეს ინფორმაციის დაზუსტება დაკარგული პირის შესახებ. ქარსელაძის თქმით, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნა, რომ დაკარგულის შესახებ შეტყობინებაში სახელიც და გვარიც არასწორად იყო მითითებული

“ეს ოპერატიულ სამძებრო მოქმედებები ბოლო წუთამდე, დღემდე მიმდინარეობდა, ვიდრე ამის დასტური იქნებოდა, შესაბამისად, ეს პიროვნება რჩებოდა ისევ ამ სიაში. ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების შედეგად, მოხერხდა ინიციატორის დადგენა, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირის და მას სთხოვეს დაეზუსტებინა .

როდესაც შემოდის ინფორმაცია დაკარგულებთან მიმართებაში, უკვე ხდება მათი ბაზების გადამოწმება და იმ გაცხადებული თავდაპირველად სახელით და გვარით, ასეთი პიროვნება ვერ მოიძებნა. ბუნებრივია ეს საფუძველი იყო ეჭვის, ვიდრე არ დადასტურდა. მაგრამ ამავდროულად, სიაში ეს ადამიანი არის, იმიტომ, რომ შეტყობინებაა შემოსული. პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, როგორც კი მოხერხდა ინიციატორთან დაკავშირება, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი, ხოლო როდესაც ამ ინიციატორმა გაასწორა და თქვა, რომ არა ეს სახელი და გვარი კი არა ეს სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და უშუალოდ მასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ვყოფილვარ საერთოდ შოვის ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს პიროვნება უკვე ამ დაკარგულთა სიაში აღარ არის” განაცხადა ქარსელაძემ.

,,მთავარი არხი”

თეგები: ირაკლი ქარსელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved