• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არასოდეს მინახავს ასეთი ძლიერი19 წლის ბიჭი… საბას კიდევ ერთი სუპერძალა აქვს…” – ანაკო ტურაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:54 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,128

სამოქალაქო აქტივისტი, ანაკო ტურაშვილი:

საბა მთელი პროცესის განმავლობაში იღიმოდა, ჩვეული მოუსვენრობით ხელებით რაღაცეებს გვანიშნებდა.
ხათრის გამო ძალიან ვცდილობდით უკანაც ღიმილი დაგვებრუნებინა, მაგრამ სინამდვილეში მთელი დარბაზი ვტიროდით, განსაკუთრებით მისი სიტყვის შემდეგ.
თვალებში რომ შემომხედავდა ამ ძალდატანებულ ღიმილს ვახვედრებდი, მაგრამ ძალიან სუსტი აღმოვჩნდი ამ უსამართლობასთან, იქვე მცხვენოდა და მშურდა საბას სიძლიერის.
ზუსტად იმ წამს, როცა მოსამართლემ თქვა “საბა ჯიქია დამნაშავედ იქნეს ცნობილი … 4 წელი და 6 თვე” , სახეს ხელებით ვიჭერდი, რომ თვალები გამეხილა და საბასთვის შემეხედა, თვალებში იმდენი წყალი მქონდა ძლივს დავინახე, როგორ შემომხედა და თითი თვალებთან მიიტანა და მანიშნა ნუ ტირიხარო და გამიღიმა.
არასოდეს მინახავს ასეთი ძლიერი ადამიანი, 19 წლის ბიჭი ..
იქიდან ისევე გამოვედით, როგორც საბას უსაყვარლესი დედიკო, წყნარად, მდუმარედ და საკუთარ ცრემლებში ჩუმად ჩახრჩობილები.
ძალიან კარგად იცის როგორი ოქროს ბიჭიც გაზარდა.
საქართველოს გული ხარ, საბა.
შენნაირი საქართველო გვინდა, ზუსტად შენნაირი მომავალი თაობა.
საბას ყველა სხვა გასაოცარ უნართან ერთად, კიდევ ერთი სუპერძალა აქვს: უმოკლეს დროში ისე შეგაყვარებთ თავს, იფიქრებთ რომ მთელი ცხოვრებაა იცნობთ და თქვენი ოჯახის წევრია.
დღეს თავადაც თქვა რომ ახალი ოჯახი შეიძინა ამ ბრძოლაში.
მიხარია რომ მისი მეგობარი მქვია.
დღეს ზუსტად ასეთი შავი ზედა ეცვა და ზუსტად ასე იღიმოდა, როგორც ამ ფოტოზე.
“შინაგანი შიში მაინც მაწუხებს მე მეშინია დამარცხების რადგან არ მინდა მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გამკიცხონ. არ მინდა ჩემი თაობა უსამართლობაში გაიზარდონ.
ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება მიწევს.. მაგრამ ახალი ოჯახი შევიძინე… გავიცანი ბიჭები… გავიგე თავისუფლების ფასი და რაც მთავარია შვილიშვილებისთვის მაგარი ისტორია მექნება მოსაყოლი..
მადლობა რომ მომეცით საშუალება სამშობლოსთვის დამემტკიცებინა სიყვარული და მებრძოლა იდეისთვის”
ამათი ამ სიძლიერი გამო, არანაირი სისუსტის გამოჩენის უფლება არ გვაქვს!
ბოლომდე!
❤️🇬🇪
შეიძლება იყოს 1 ადამიანი გამოსახულება
თეგები: საბა ჯიქია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved