• რეკლამა
  • კონტაქტი
05:08, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული – გრიგოლ ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
03:05 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა:

 

არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. ეს ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს. პრორუსული ნიშნავს, რომ მითითებებს ასრულებ და თუ პრაქტიკულ ნაბიჯებს ნახავ, აღმოჩნდება, რომ იმ რუსული მოთხოვნებიდან, რომელიც კრემლის ბინადრებს საქართველოს მიმართ აქვთ, არცერთ ნაბიჯი არ გადადგმულა. სხვა საქმე არის, რომ ევროპულიც არ არის, რადგან, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა, როდესაც ამ რეფორმების გატარებაზე უარს ამბობ, ეს არის სრული კატასტროფა. სხვათა შორის, ახლა მე რასაც გეუბნებით, ეს არის ის შეფასება, რაც ჩვენს მოკავშირეებს აქვთ.

ხელისუფლების პოზიცია არის: არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ვეცადოთ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქცეთ რუსეთთან. ამავე დროს, გავაგრძელოთ ის, რაც ევროკავშირს, ნატოს შეეხება. არავითარ შემთხვევაში არ გავუხსნათ რუსეთს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, არავითარ შემთხვევაში არ შევანელოთ დასავლეთისკენ ჩვენი სვლა, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა, იმის გარეშე, რასაც მოკავშირეები გთხოვენ და გეუბნებიან, რომ ეს სპეციფიკურად შენ მიმართ წამოყენებული მოთხოვნები კი არ არის, ეს ის მოთხოვნებია, რითაც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ყველა სახელმწიფო შევიდა ევროკავშირში… ამიტომ ასე 3-4 სკამზე ერთდროულად დაჯდომა ნამდვილად არ გამოვა.

ძალიან ცუდი განცხადებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული. არასაჭირო, უდროო, უშინაარსო. მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მშვენიერი ფორმულირება მისცა ხელისუფლებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოკავშირეები საქართველოსთან მუდმივ კავშირზე არიან იმისათვის, რომ საქართველო სანქციების რეჟიმში იყოს მთლიანად ჩაბუდებული. ამის გამეორება იყო უბრალოდ საჭირო. ძალიან უხეში, არადროული და უშინაარსო განცხადება იყო და რაც მთავარია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას უთმობენ სანქციების რეჟიმს და მით უმეტეს, საქართველოს ამ რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ.

რაც ზედაპირზე ჩანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ის, რომ უკიდურესად გაუაზრებელი განცხადებები არის გაკეთებული. მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის თითქმის “ნაციონალებად” გამოცხადება. ის, რომ ვითომდა საქართველოს მიმართ უკრაინის პოზიციას იქ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები განაპირობებენ. ყველა პასუხისმგებელი პირი – თანამდებობის პირი იქნება, თუ პოლიტიკოსი, მსგავს განცხადებებს, მით უმეტეს, ასეთ ცხელ ფაზაში უნდა მოერიდოს.

რუსეთს ძალიან აწუხებს ერიტრეის, ჩრდილოეთ კორეის და სირიის კომპანიაში ყოფნა. ძალიან აწუხებს ევროპის საბჭოდან გარიცხვა. ძალიან აწუხებს ის ნაბიჯები, რომელიც დასავლური სამყაროს და მისი მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მხრიდან იდგმება, იმისათვის რომ სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდეს. ძალიან აწუხებს ის, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში აღმოჩნდა არა მარტო რუსული ეკონომიკა, ფინანსები და პოლიტიკა არამედ, ფაქტობრივად მთლიანად რუსეთის ფედერაციის საზოგადოება. მართლა ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი მოკავშირეები საქართველოს რუსეთს ნადავლად გადაუგდებენ, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ნატოს ისეთი მოკავშირეების გაძლიერება, როგორიცაა საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა, მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა, ნატოს შტაბ-ბინაში უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ რა შესაძლო სცენარი შეიძლება განვითარდეს და ამ სცენარს წინ როგორ უნდა აღუდგნენ.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე ჩვენი მოკავშირე და უკვე სისხლით დაკავშირებული ძმები – უკრაინელები როგორ გამოვლენ ამ ომიდან. ის, რაც დღეს რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მოსდის, ის რომ უამრავი ძალოსანი პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრა და პუტინი მათ არც ახსენებს და ვირტუალურადაც კი არ აჩვენებენ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ყველა გათვლა უკრაინაში აღმოჩნდა მცდარი: რომ რუსეთს ჰყავს 21-ე საუკუნის არმია, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერი არიან, ერთმანეთთან ჩახუტებაში, მხოლოდ ნაციონალისტები და ბანდეროველები უშლიან ხელს, ის რომ არავითარი პროდასავლური კურსი უკრაინის მოქალაქეს არ უნდა და ერთადერთი, რაც უნდა, არის რუსეთის სამყაროსთან მიერთება.

თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იმ გმირულ ბრძოლას გააგრძელებენ, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ეს ერთი საკითხია. თუ ღმერთმა დაიფაროს და ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ესე არ მოხდება, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს, მაშინ ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ, ომი არ ვიცი, მაგრამ ასე თუ ისე, თუ რუსეთისთვის ეს სასიკეთოდ დამთავრდა ულტიმატუმს უნდა ველოდოთ. ულტიმატუმს, რასაც ისინი უკრაინიდან გამოიტანენ სარკისებურად.

ჩვენთვის ე.წ. ნეიტრალიტეტზე დათანხმება აბსოლუტურად ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დარჩენას ნიშნავს და იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ფინელი მოკავშირეებისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვა ფინლანდიზაციაც კი, სამოთხედ მოგვეჩვენება. ეს ფაქტობრივად იმ გავლენის სფეროში და რკინის ფარდის იქით დარჩენას ნიშნავს. ამ პირობებში, დღეს იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, ჩვენი დიპლომატია ჩვენს მოკავშირეებთან დღე და ღამე უნდა მუშაობდეს, რომ უკვე ყველა სცენარი გათვლილი იყოს და ყველა შედეგისთვის მზად ვიყოთ.

პუტინისთვის ხომ გასაგებია, მოიგებს – განწირულია, წააგებს – განწირულია. მოგების შემთხვევაში იმიტომაა განწირული, რომ სანამ პუტინი და მისი დამქაშები კრემლის ბინადრები არიან, ეს სანქციები არასდროს მოიხსნება”

თეგები: გრიგოლ ვაშაძერუსეთ-უკრაინის ომიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved