• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, “დამატებითი” წამლები, გაუგებარი “გადასხმები და მზარდი სიკვდილობის მაჩვენებელი – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:49 07-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი:

ისევ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ:

აქტიური შემთხვევების 1/3 კვლავ ჰოსპიტალიზებულია (2700-მდე ჰოსპიტალიზებული 8990 აქტიურ შემთხვევაზე). არავითარი განმარტება არ ისმის შემდეგ საკითხებზე: რატომ არის ასეთი მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი? რატომ ჭირდება ამდენ ადამიანს სტაციონარი? რატომ იხარჯება ამდენი რესურსი? (თითოეული საწოლ-დღე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული).

რა უკეთდება სტაციონარში მყოფ პაციენტებს? თუ კოვიდინფიცირებულების 1/3-ს მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, ეს, ცხადია, არასწორია, რადგან მედიკამენტური ჩარევა ფაქტიურად მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს ჭირდებათ, ხოლო 1/3 ვერაფრით ვერ იქნება ჟანგბადდამოკიდებული. თუ არაფერი უტარდებათ, მაშინ რატომ არიან სტაციონარში?

თუმცა სტაციონარში მყოფ ან გამოწერილ უამრავ პაციენტთან მაქვს კონტაქტი და ფაქტიურად ყველას აქვს რაღაც დანიშნულება. სტანდარტულად, დანიშნული აქვთ ანტიბიოტიკი, ანტიკოაგულანტი და ჰორმონი (აღარაფერს ვამბობ სხვა, რაღაც „დამატებით“ წამლებზე). ასევე რაღაც გაუგებარი „გადასხმები“, რომელთა მიზანი საერთოდ გაურკვეველია ხოლმე. ბევრ მათგანს ამ მედიკამენტების არავითარი საჭიროება არ აღენიშნება. ბევრს გამოწერის შემდეგაც უგრძელდება თერაპია, განსაკუთრებუთ ხშირია ანტიკოაგულანტების ბინაზე მიღება.

ეს ქმნის ილუზიას, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტს აუცილებლად რაღაც წამალი ჭირდება და ბინაზე დარჩენილებიც ხშირად სრულიად არასაჭირო მკურნალობას იღებენ, რადგან გაგონილი აქვთ, რომ ვიღაცას ეს წამლები ქონდა დანიშნული, თუმცა მასაც მსუბუქად მიმდინარე დაავადება ქონდა.

ოდესმე თუ ვნახავთ დეტალურ ანალიზს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე, მათ შორის მკურნალობის მეთოდების პროცენტულ გადანაწილებას, ამ მკურნალობის შედეგს/გამოსავალს, დარწმუნებული ვარ, რომ ზემოაღნიშნულის სისწორეში დავრწმუნდებით.

ასევე ძალიან საინტერესოა მართვით სუნთქვაზე გადაყვანის და ამ პაციენტების გამოსავლის სტატისტიკა.

ადრეც, როცა ამ თემაზე ყურადღებას ვამახვილებდი, მთავარი საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ზედმეტი ჰოსპიტალიზაციით არაფერი დაშავდება და ამით მეტ ადამიანს გადავარჩენთ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჰოსპიტალში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ არ არის უკეთესი გამოსავლის გარანტია და ეს სიკვდილობის მაჩვენებელსაც ეტყობა, ისევ განუხრელად იზრდება.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საავადმყოფოში და, ე.წ. „ჰოსპიტალური ინფექციების“ რისკი და ასევე უამრავი, არამიზნობრივი ფინანსური ხარჯი, რომელიც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved