• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაფრის ცოდნის მოწმე” – 1 გამოკითხვა და 7 არ ვიცი – დღევანდელი პროცესის დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:40 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

ფოტო – პუბლიკა

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა კიდევ ერთ მოწმე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, სამართალდამცველი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში სქროლვის დროს ნახა ვიდეო ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის წინააღმდეგ, რის შემდეგაც პატაკი შეადგინა.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა პროცესზე თქვა, რომ ოქმი “პოსტტივის” მიერ გავრცელებული კადრების საფუძელზე შეადგინა.

მოწმეს კითხვები დაუსვა გიორგი ტერაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა:

ადვოკატი: თუ იცით რომ კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტის საბა სხვიტარიძის საქმეშიც ტატო მაისურაძეც ფიგურირებს. 

მოწმე:  არა

ადვოკატი:  სავარაუდოდ ეს ტატო მაისურაძე არ არსებობს და არის პოლიცია, რომელიც ქმნის ამ ანგარიშებს და ტვირთავს სოციალურ ქსელში ვიდეოებს. გადაამოწმეთ თუ არა ბაზაში, რამდენი ტატო მაისურაძე არსებობს?

მოწმე: არა

ადვოკატი: არ დაგიდგენიათ და არ იცით ტატო მაისურაძემ მონტაჟით ატვირთა თუ არა ეს ვიდეო?

მოწმე: ეს ვიდეო ტატო მაისურაძეს არ მოუცია.

ადვოკატი: ვიცი, მაგრამ რა გააკეთეთ გაგერკვიათ არის თუ არა ვიდეო მონტაჟი?

მოწმე: ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის

ადვოკატი: მონტაჟი არის თუ არა ამ ვიდეოში, ეს იცით?

მოწმე:  ჩვენი უშუალო მოვალეობაა, როცა მივიღებთ ინფორმაციას მივიტანოთ, იმის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი..ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ, ვინც ექსპერტიზა დანიშნა.

ადვოკატი: ამ ვიდეოზე გარდა ტერიშვილისა რა დაინახეთ, ციფრები ეწერა რომელი საათი იყო?

მოწმე: კი, ციფრები ეწერა

ადვოკატი:  თქვენთვის ცნობილია რომ ამ საათში რომელიმე პოლიციელი დაზიანდა?

მოწმე: ჩემთვის ცნობილი არ არის. 

ადვოკატი: ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში ტერაშვილი იღებდა მონაწილეობას თუ ორგანიზებულში?

მოწმე: ჯგუფურში. 

ადვოკატი: მოხვდა თუ არა ვინმეს რასაც ისვრის?

მოწმე: არა, არა კადრში არ ჩანს სად მოხვდა…

ადვოკატი: ჩანს თუ არა პოლიცია კადრში?

მოწმე: წყლის ჭავლი ჩანს.

ადვოკატი: რამდენ მეტრზე ისვრის წყლის ჭავლი?

მოწმე: არ ვიცი.

ადვოკატი: რადგან წყლის ჭავლი დაინახეთ, ამიტომ ივარაუდეთ, რომ პოლიცია იდგა

მოწმე: დიახ

ადვოკატი: კადრში თუ ჩანს, რომ მოპირდაპირე მხარეს ნაგვის ურნები დგას?

მოწმე: ბარიკადები ჩანს, და მეტი არ ვიცი.

ადვოკატი: რომელ ტელევიზიას ჰქონდა გაშუქებული ეს?

მოწმე:  Post TV -ს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved