• რეკლამა
  • კონტაქტი
02:01, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არაფორმალური მმართველი, მემკვიდრეები, ქვეყნის ბუნდოვანი მომავალი – კვლევის სკანდალური შედეგი

ალია ავტორი - ალია
16:50 03-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,277

საქართველოში დემოკრატიული პროცესები კრიტიკულ ნიშნულზეა – ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 10-დან მხოლოდ 5,79 ქულა მიიღო. კვლევა, რომელშიც ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ასევე საჯარო მმართველობის ინდექსია შეფასებული საქართველო 54-ე ადგილს იკავებს. ქვეყნას ასეთი ცუდი შედეგი 2006 წელსაც კი არ ჰქონია.

უახლესი კვლევა მოიცავს 40 მეტ გვერდს მასში რამდენჯერმეა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი,  როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც თუ კულისებიდან ქვეყნის მართვას განაგრძობს,  საქართველოსთვის  ევროკავშირში გაწევრინების პერსპექტივა ბუნდოვანი დარჩება.

დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა – წერენ კვლევის ავტორები. სასამართლო, კორუფცია და კანონის უზენაესობა  – ეს ის მიმართულებებია, რომელშიც მიუკერძოებელი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ქვეყანას პრობლემები აქვთ.

პოლიტიკური პოლარიზაციის გაგრძელების ნაცვლად, საქართველოს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩამოაყალიბოს უფრო ინკლუზიური და სამოქალაქო საფუძველი მისი სახელმწიფოებრიობისთვის, განსაკუთრებით მისი რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ქვეყნის საერთაშორისო პოზიცია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ერთგულებასთან ევროპული ღირებულებებისადმი, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ღირებულებები, რომლებიც ახლა საფრთხის ქვეშაა.   მოსამართლეების ერთპიროვნულად დანიშვნით, “ქართული ოცნება” ძირს უთხრიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამძიმებდა ისედაც მძიმე პოლიტიკურ ლანდშაფტს. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს მთავრობაზე საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე.  მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მის ყველა მემკვიდრეზე შეინარჩუნა დამოკიდებულება. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები  ბუნდოვანია, სანამ ივანიშვილი კულისებიდან გავლენას ინარჩუნებს”, – წერია დოკუმენტში. 

 

ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი საქართველოს 2004 წლიდან აკვირდება და სწავლობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved