• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაფერს ვნანობ. როგორ ვინანო რომ არ გავჩუმდი და უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭე, არ წავუყრუე” – საგარეო საქმეთა სამინისტროში რეპრესიები გრძელდება

ალია ავტორი - ალია
04:19 07-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

დიპლომატი, ნინო ფიფია, სოციალურ ქსელში წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან 14 წლიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს:

მეც შევუერთდი სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოხელეთა რიგებს. 1 აგვისტოდან, აღარ ვარ არგენტინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 14 წელზე მეტი, ჩემი ცხოვრება საგარეო საქმეთა სამინისტროს უკავშირდებოდა. ცენტრალურ აპარატში, სამხრეთ ამერიკასა თუ ევროპაში მუშაობისას, ვცდილობდი პატიოსნად, გულით მეკეთებინა საქმე, იქნებოდა ეს მოქალაქეთა მომსახურება თუ სხვა რამ. თუმცა, ეს უკვე წარსულია.

მოულოდნელი არაფერი ყოფილა. წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი ე.წ. „რეორგანიზაციის“ გამო, „როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვადაზე ადრე გამოწვევის“ შესახებ. რაც გამოირკვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზიდან უხვევდა, მას შემდეგ, ბევრჯერ გავაპროტესტე როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ასევე ადამიანთა შევიწროება, დევნა, უსამართლო პატიმრობა თუ საზოგადოდ, ადამიანის უფლებების შელახვა. ბევრჯერ მიფიქრია სამსახურიდან წასვლაზეც, იცით ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ ერთი მიზეზი მაჩერებდა: მინდოდა მიმდინარე მოვლენების გამპროტესტებელ მრავალათასიან ხმებს შორის, ერთი ჩემიც ყოფილიყო, როგორც მოქმედი დიპლომატის, რადგან ჩემთვის, საჯარო მოხელე ემსახურება ქვეყნის, და არა პარტიულ ინტერესებს. ცხადია, ფორმალურად შემეძლო „კონკურსში“ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს ლოგიკასაც იყო მოკლებული და არც ჩემს პრინციპებს შეესაბამებოდა.

არაფერს ვნანობ. როგორ ვინანო რომ არ გავჩუმდი და უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭე, არ წავუყრუე. ქვეყანა ხელიდან გვეცლება, გოგო-ბიჭები ციხეში სხედან, რა დროს დუმილია. დასანანია კოლეგები, რომლებიც საგარეო უწყებას ჩემთან ერთად ტოვებენ (ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, რამდენიმე ათეული ნამდვილად უნდა იყოს). ჩემი მხარდაჭერა მათ! დასანანია ვითომ გარდაქმნილი, რეალურად კი ატროფირებული სამინისტრო, სადაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სამუშაოდ, სივრცე აღარ დარჩა.

მეგობრებსა და თანამოაზრეებს მალე შეგხვდებით.
და ბოლოს, #თავისუფლებასინდისისპატიმრებს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved