• რეკლამა
  • კონტაქტი
05:04, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაფერი არ ვიცოდით, ტელევიზორში ვნახე რომ დაუჭერიათ”- რას აცხადებს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი?

ალია ავტორი - ალია
12:48 09-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის პოლიციამ 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით მისი მეგობარი კაცი იყო. ბექა ჯაიანის ოჯახის წევრები, რომლებიც სენაკში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ამ ურთიერთობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ბექა ჯაიანი წლებია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

“ბექა იანვრის მერე აქ არ ყოფილა… არაფერი არ ვიცოდით… ოჯახი თბილისშია 10 წელია, მეორე ბავშვი სწავლობს იქ. ბექა სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა დაცვად. ტელევიზორში ვნახე რომ დაუჭერიათ,” – აცხადებს ბექა ჯაიანის ოჯახის წევრი.

ბექა ჯაიანის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ მეზობლებსაც, როგორც ისინი მთავართან აღნიშნავენ ჯაიანი დიდი ხანია სენაკში არ ყოფილა და მასთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ.

სენაკში, ბექა ჯაიანის საცხოვრებელ სახლში პოლიციას გასულ ღამეს იმყოფებოდა. ბექა ჯაიანის მამა თბილისში საგამოძიებო უწყებაში წუხელ გადაიყვანეს გამოკითხვაზე.

კესარია აბრამიძის მკვლელობაზე გამოძიება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved