• რეკლამა
  • კონტაქტი
04:22, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაოპოზიციურო ტელევიზიებო, ამას რატომ გვიბედავთ და რატომ გვკადრებთ?!” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:12 11-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
987

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

ნაც.მოძრაობა და მისი შიდა სამზარეულო რომ ყოფილიყო ჩვენთვის საინტერესო, ქართულ ოცნებას კი არ ავირჩევდით, უმრავლესობით!

არაოპოზიციური ქართული ტელევიზიების საინფორმაციოს დღის წესრიგის დამდგენებო, კარგით, რა, რატომ შეგვაწუხეთ ამ ნაცების მსხვრევის ყურებით, თან პირველ ნიუსად უშვებთ!!! ხაბეიშვილი ვინაა, ან მელია?! ერთ-ერთი, მილევადი, დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის ხელდასმული ლიდერები (ორი “ოპოზიციური” ოლიგარქის ხელიდან)!!!

ნაცმოძის დაშლის პროცესი მეშვიდე, მერვე ნიუსად რომ გაუშვათ, სწორი იქნება, მაგრამ პირველი?!!!!
რატომ გვიბედავთ და რატომ გვკადრებთ?!!!!

-ოპოზიციის ისტერიჩკა, “ასინეთა”, ვითომ პოლიტიკოსების კომენტარები გაგონილა ყოველდღე?! -თქვენ აქციეთ ეგენი “ეკრანის პოლიტიკოსებად”, თორემ თვითონაც ვერ გამოიტანენ აზრს საკუთარი ნათქვამიდან!

-უკრაინამ ხომ მოიგო ომი თქვენს ეთერებში! ზელენსკის “რეჩებს” ხომ აროხროხებდით ყოველდღე, ახლა არ გრცხვენიათ, რომ ცრუობდით და თურმე რუსეთი მხოლოდ თქვენსა და უკრაინის ტელეეთერებში “მარცხდებოდა”!!!

-ამდენ სიცრუეს და მანიპულაციას რატომ გვიბედავთ და რატომ გვკადრებთ?!!!!

სწორად შენიშნა, სამადაშვილმა; რუსულ მედიას ეცნობა პოზიციაც და ოპოზიციაც!!!
-აბა, აქ ორმხრივ, ობიექტურ ინფორმაციას ვერ იღებ, ქართული ტელე-საინფორმაციო მედია, უპირატესად, მხარედ პოზიციონირებს!!!
-დასავლური მედიაც უკრაინიზაციის პროექტში გაიჭედა, ნელ-ნელა “მოდიან” აზრზე . . . და იძულებული ხარ, ამერიკულის, ბრიტანულის, უკრაინულის გვერდით უყურო რუსულ არხებსაც!!! და ჰოი, საოცრებავ, აღმოაჩენ, რომ იქ ადამიანები მსჯელობენ!!! და ხვდები, რომ აქაური ოპო-ლიდერების ღლიცინის, მავნებლობის, მანიპულაციის, სიცრუის, მავნებლობის ფონზე, ჩვეულებრივი, მშვიდი, ინტელექტუალური მსჯელობის მოსმენა უბრალოდ, მოგნატრებია . . . მერე უკვირთ, რატომ, რუსული მედიაო!!!

ეს ტენდენცია ქართული ტელე- საინფორმაციო მედია სივრცის ბრალია, რომელიც ძალიან ჰგავს ოპოზიციურ მედია-სივრცეს, ერთი განსხვავებით-ოპოზიციურ მედიაში მტერიც გარკვეულია, მავნებლური კურსიც გარკვეულია, დებატებიც მრავალრიცხოვანია, განმარტებითი, იდეოლოგიურ-მანიპულატორული “მუშაობა”-ც -აურაცხელი!!!
მათი რესპოდენტების ხარისხი- ცალკე თემაა, მაგრამ ეს კოგნიტური იარაღი საკუთარი მაყურებლის ნერვულ სისტემას რომ წარმატებით ანგრევს, ფაქტია! ისიც ფაქტია, კოგნიტური იარაღით დანგრეული და დანევროზებული ადამიანები, განსხვავებული პოლიტიკური ხედვების, მაგრამ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, მათ ნგრევაზე გულგრილნი ვიყოთ, ჩვენ ხომ ერთი საზოგადოება ვართ და იმდენად პატარა, რომ მტრებად, ან მუდმივი დაცინვის ობიექტებად მათ არ უნდა განვიხილავდეთ!!! როგორმე საღი აზრი უნდა შევთავაზოთ და ჩავაფიქროთ, სანამ “სლავაუკრაინელებივით” მოუვათ, მერე ხომ მათაც დაუდგებათ ცრუ “ფასეულობების” და ცრუ “რწმენების” მსხვრევის მწარე “კოგნიტური პახმელია”!!!

არ გამიგოთ, თითქოს მე პირადად ამან “გადამისროლა” რუსული ტელე- და ელექტრონული მედიისკენ. არა, მე ამ სივრცეს ჩემს სპეციალობაში- სამეცნიერო სფეროში, ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერებების თეორიისა და ინტელექტუალური მსჯელობების მოსმენის თვალსაზრისით არც მოვწყვეტილვარ! მე რომ ამ სივრციდან სულიერი (ლიტერატურა, მხატვრობა) და ინტელექტუალური თვალსაზრისით მოვწყვეტილიყავი, ჩემს სპეციალობაში ხომ ფსკერამდე “დავყვინთავდი” და ინტელექტუალურადაც გვარიანად გამიჭირდებოდა! (კი, ქართულ ენაზე ამ ბოლო დროს ბევრი საინტერესო ავტორი ითარგმნა, მაგრამ ამ ავტორის შესახებ ხომ გჭირდება ინფორმაცია, გარჩევა, სპეციალისტების მსჯელობა, კრიტიკის მოსმენა! “გუგლის””სერჩის”, “ვიკიპედიის”, ან ლევან ბერძენიშვილის იმედად ხომ არ “გავიჭედები”?!)

ქართული მედია სივრცის ის ციკლი, რომელიც ზურაბ ჟვანიას და ეროსი კიწმარიშვილის ერთობლივ ხედვებზე და კონცეფციაზე იყო აგებული, სრულდება.
დრო შეიცვალა.
ორი ათწლეული გავიდა.
ხედვები იცვლება, ჩვენი საზოგადოება იცვლება, მსოფლიო იცვლება!!!

გარკვეული ციკლები ბუნებრივად სრულდება, როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკაში!
ამ პროცესს სჭირდება თვალის გასწორება და . . . ახალი ხედვები, ახალი მედია-კვლევები, ახალი კონცეფციები, ახალი მოდელების ძიება, ახალი ინტერესების ჩადებით!!!

. . . თუ ამ პროცესს ჩამოვრჩით, მიმდინარე და რეალურ პოლიტიკურ პროცესებსაც ვერ გაჰყვება ცუდად ინფორმირებული საზოგადოება,
გაუჭირდება ტენდენციების ამოცნობა, სწორი აქცენტების გაკეთება, და შედეგად, სწორი არჩევანის გაკეთება ამ სრულიად შეცვლილ, ლამის ამოყირავებული მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში და უკვე, დე ფაქტო მრავალპოლარულ სამყაროში!!!

ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო!წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული საინფორმაციო-ანალიტიკური “უძრაობის” ფონზე მძიმე იქნება “კოგნიტური პახმელია”! 🙂

თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved