• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არანაირი შანსი იმისა, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს თვითმმართველობაში მონაწილეობის სასარგებლოდ – არ არსებობს!” – ჩერგოლეშვილი

ალია ავტორი - ალია
04:20 06-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,714

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

არანაირი შანსი იმისა, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს თვითმმართველობაში მონაწილეობის სასარგებლოდ – არ არსებობს!
ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს!
ჩვენ, ფედერალისტებს, მყარად გვჯერა, რომ გამარჯვებას სჭირდება ოცნების იზოლაცია ყველა დონეზე – საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ იზოლაციის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული ოცნების შიგნით ურთიერთჭამა მიმდიმარეობს და ოცნება სუსტდება.
სწორედ ოცნების დასუსტების შედეგია, რომ მანქანას საჭე მოაგლიჯეს და თავზეხელაღებულები გვეჯახებიან იმის იმედით, რომ გზად გაგვანადგურებენ და ჩვენი გვამები შეაჩერებთ – გადაარჩენთ უფსკრულში გადაჩეხვისგან.
იჩეხებიან და ამიტომ აყავთ ისტერიკულად მძევლები – თავზეხელაღებულობით უნდათ ძალის დემონსტრირება სტატუს კვო ლოიალისტების შესაკავებლად და საზოგადოების გასატეხად – მათ შორის იმისათვის რომ ბიძინას ამერიკის ხაზინის სანქციები სანქციები მოუხსნან და მისი შემცირებული ფული გადაარჩინონ.
ახლა, როგორც არასდროს, ოპოზიციურ სპექტრს გვჭირდება თანმიმდევრულობა და იმ გზის გაგრძელება, რამაც ოცნება ამ ზომებამდე და მდგომარეობამდე მიიყვანა!
ჩვენ გვჭირდება ხალხმა დაინახოს, რომ ოცნებამ, მიუხედავად იმისა რომ ხელები გვიგრიხა! დაგვიჭირა! გვცემა! გვაწამა! მოგვწამლა! დაგვაჯარიმა! გზიდან გადახვევა ვერ გვაიძულა.
ჩვენ გვჭირდება ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ოცნების იზოლაციას საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე
ჩვენ გვჭირდება ხალხმა, მათ შორის კონფორმისტებმა გაიგონ, რომ მიუხედავად თავზეხელაღებულობისა და უკონტროლო ძალის გამოყენებისა – “ქართული ოცნება” არის მარტო! არის იზოლირებული საკუთარ სიშლეგეში!
ამავდროულად!
ჩვენ არ გვჯერა, რომ “ოპოზიციაში დაპირისპირებას ყველაფერი ჯობია”.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ თუნდაც ოპოზიციის ნაწილმა მაინც შეინარჩუნოს ადეკვატურობა და გააგრძელოს რეჟიმის იზოლაციის თანმიმდევრული კამპანია – ამიტომ რეჟიმის ნორმალიზაციის პროცესზე თვალს არ დავხუჭავთ, თავდასხმის ობიექტად ვაქცევთ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ზიანის მიუხედავად, მაინც უკეთესია რომ ოპოზიციაში ვიღაცამ მაინც შეინარჩუნოს თანმიმდევრული კურსი და ხალხის შემდეგ სტიქიურ ნიაღვარს პატივსაცემ ფორმაში დახვდეს, რათა რეჟიმის ცვლილება და ახალი რესპუბლიკის დაფუძნება შეძლოს.
ერთი სიტყვით, ჩვენ არ შევწყვეტთ რეჟიმის იზოლაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას.
რეჟიმი უნდა დარჩეს მარტო საკუთარ სიშლეგესთან იმისთვის, რომ
თავი შეიჭამოს!!!
ოპოზიციამ რა აკეთოს?
ოპოზიციამ:
1. უნდა გააძლიეროს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმა!
პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი და ის ყველაზე უკეთააა პოზიციონირებული რომ მაკონსოლიდირებელი სივრცე შექმნას, დასავლეთს ელაპარაკოს და ტრანზიციის დროს ქვეყანას უხელმძღვანელოს (სხვას ეს მანდატი უბრალოდ არ გაგვაჩნია).
2. დაიწყოს აქტიური კამპანია ქვეყნის მასშტაბით ცვლილებების მხარდასაჭერად და იმის საჩვენებლად, რომ ოცნება საკუთარ სიშლეგესთან უნდა დავტოვოთ მარტო იმისთვის, რომ ის გადავჩეხოთ, ჩვენ გადავრჩეთ და კარგად ვიყოთ!
3. როგორი შეიძლება იყოს ეს კამპანია?
26 მაისის კომიტეტის ფორმატის!
სადაც ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი პრეზიდენტის მანდატის ქვეშ:
ა) შევთანხმდებით 3 საერთო, ქოლგა გზავნილზე!
ბ) გავინაწილებთ ტერიტორიებს – ვისაც სად გვაქვს stronghold!
გ) რიგ შემთხვევებში გავინაწილებთ ფუნქციებსაც.
დ) და დავსცხებთ.
პარტიებს გვაქვს შანსი ამ პროცესში გავძლიერდეთ!
ავშენდეთ!
კონფორმისტი ბალასტი ჩავიხსნათ (თუ გავიმარჯვეთ, ისედაც დაბრუნდებიან – ჯამში დანაკარგიც არაა) და რეჟიმის რეალური მოწინააღმდეგეები ვიპოვოთ – დავირეგისტრიროთ, გავბევრდეთ, გავძლიერდეთ, ხალხის პატივისცემა მოვიპოვოთ და 4 ოქტომბერს ლეგიტიმაცია კი არა, დელეგიტიმაციის მუშტი ვთხლიშოთ!
ესაა გზა!
სხვა გზა არ არსებობს!
ამ გზაზე ვინც ვივლით, ერთად ვივლით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved