უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიის დათმობა, აი რა თქვა მან:
“უკრაინის ამოცანა ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სუვერენიტეტის სრულად აღდგენა. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია მოლაპარაკებებზე. […] ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობს”.– ამბობს კულება.
შეგახსენებთ, უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაეროს წარმომადგენლებს შორის სტამბულში გასამართ მოლაპარაკებების წინ კულებამ აღნიშნა, რომ ძალიან ახლოსაა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს რუსეთის მიერ ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან.
კომენტარები