• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არანაირი სალოსი არ ყოფილა ნიკოლოზ მაქარაშვილი. მისი ცოდვა იმ ხალხის კისერზეა, ვინც ის მღვდლად აკურთხა” – ლევან.სუთიძე

ალია ავტორი - ალია
00:14 04-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37,259

პატრიარქის ყოფილი სტიქაროსანი, ტაბულის მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, სოციალურ ქსელში, ნარიმანის (ნიკოლოზ მაქარაშვილი) გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:

არანაირი სალოსი არ ყოფილა ნიკოლოზ მაქარაშვილი. მისი ცოდვა იმ ხალხის კისერზეა, ვინც ის მღვდლად აკურთხა აშკარა და ღრმა ფსიქიკური აშლილობის პირობებში.

სამწუხაროდ, ეკლესიაში მაშინ შეწყნარებული ფანატიზმის გამო, არაერთი ფსიქიკური გამოწვევის პირი პოულობდა ტაძრის კედლებში ერთმანეთს და პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთმანეთს კიდევ უფრო აგიჟებდა.

ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ საბჭოთა ხელისუფლება დიაგნოზს რეპრესიებისთვის იყენებდა და ამავე დიაგნოზის მიმართ ნდობა არავის ჰქონდა. ანტისაბჭოთა ადამიანებს ერჩივნათ ღვთიური აზრი დაენახათ ამბიონზე ცეკვაში, უხილავ პირებთან ლაპარაკსა თუ ამ უხილავი პირებისთვის სეფისკვერების სროლაში, ვიდრე რეალური შიზოფრენია. ცუდი დრო იდგა.

შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა გაიხსენა, რომ 90-იანებში, როცა მაქარაშვილი აჭარიდან ჩასულა სვეტიცხოველში, უკვე ეტყობოდა აღმოსავლური მისტიციზმით გატაცება. რომ არ დაგიმალოთ, ეს რომ წავიკითხე ყველაფერი თავისით დალაგდა, ეტყობოდა კიდეც.

კურთხევის შემდეგ პრაქტიკულად შიმშილობდა, ასკეზას მიჰყვებოდა, რომ ამგვარად სასწაულების ქმნის ძალა მიეღო. ეს უნდოდა, ძალები და სასწაულთმოქმედება.

ბოლოს წყალზე რომ ვერ გაიარა, ისეთები იპოვა, ვინც დაიჯერა, რომ ეს მართლა შეუძლია – დრამატულია არა? მაგრამ აქ დრამატურგიას ფანჯრიდან ნასროლი დამპალი პომიდვრის სუნი ასდის და იმ წყვილის ცრემლებითაა მორწყული, შვილი რომ მაინც არ ეყოლა.

ვისაც “სფეროში ჩაუხედავს” კი იცის, რომ ეს არანაირი ბერული თავმდაბლობა არ გახლავთ.

პატრიარქი ილია იშვიათად მოქცევია ისეთი მოთმინებით მღვდელს, როგორც მას მოექცა – სვეტიცხოველში ამან რომ მორიგი შიმშილობა წამოიწყო, ჩავიდა, საკუთარი ხელით გაუხეხა სტაფილო (მართლა ასე ყოფილა) და ჭამეო უთხრა.

იმან, არ შევჭამო.

წამოვიდა პატრიარქი და მეორე დღეს შეუჩერა მღვდელმოქმედება.

დააგვიანდა კიდევ, ჩემი აზრით, მაგრამ ალბათ ესეც ამით აიხსნება: “მაშინ არავის უნდოდა მღვდლობა და ვისაც უნდოდა ვაკურთხებდით”. ზოგადად, ყველაფერი ამით აიხსნება და…

რომ გავაგრძელოთ, მას მერე რაც ჯვარი მოხსნეს, ხან იბრალებდა, რომ განკაცებული მამა ღმერთი იყო, ხან ვინ, ხან ვინ. მაგრამ აქ არ უნდა შეგვეშალოს, პატარას კი არ იბრალებდა რამეს, ან მწირეს, ან გლახაკს – მისი ეგო გადაჭიმული იყო ღმერთიდან მეფობამდე.

მე ფსიქიქიატრი არ ვარ, მაგრამ გავბედავ ვთქვა, რომ განდიდების მანიას ძალიან ჩამოჰგავს ეს ყველაფერი. მოდი, იმის თქმასაც გავრისკავ, რომ ამ წლების განმავლობაში მე მხოლოდ ფსიქიკურ გამოწვევებში არ მეგონა საქმე…. ნარიმან მაქარაშვილი ისე მოქნილად ასრულებდა ზოგიერთ როლს, ისე ჭკვიანურად გეგმავდა ხალხის გაოცებას, მიკვირდა, შეიძლებოდა ამ დიაგნოზით ასეთი რთული მანიპუაციის განხორციელება? არ ვიცი, როგორც ვთქვი, მე ფსიქიატრი არ ვარ.

შემდეგ რა მოხდა?

წმინდანად შეირაცხა მამა გაბრიელ ურგებაძე, ნარიმანის მოძღვარი. არაერთ ეპისკოპოსს პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ კანონიზაციის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეკლესია პრაქტიკულად გამოხრა მრევლმა – თაყვანისცემა რაღაცაში უნდა მოექციათ და კარგიო, ბოლოს, პატრიარქს უთქვამს და ასე მოუგროვებია ხმები სინოდზე. შესაძლოა ზუსტად არ მახსოვს იმ სინოდის პერიპეტიები, მაგრამ იქამდე რომ ხმებს ვერ აგროვებდა, ეგ ნაღდად ზუსტად უნდა მახსოვდეს.

მე ბევრი უცნაურობა მსმენია გაბრიელ ურგებაძეზე, მაგრამ ის, რომ ის თავს განკაცებულ მამა ღმერთად, ქრისტედ, ბაგრატიონად ან მეფედ მოიხსენიებდა, არასდროს – შეიძლება მეშლება და თუ მეშლება, შემახსენეთ. მე მინახავს მისი ვიდეო კადრები და აბსოლუტურად ყველანაირი შეთითხნილი ჰაგიოგრაფიის გარეშე ვფიქრობ, რომ ის მართლა ცხონდა. მწამს რა, რომ ადამიანებს ამ კონდიციაში უფალი არ წარწყმედს და აცხოვნებს. ის ვინც ცხონდა, წმინდანია.

ნარიმანი რას შვებოდა? რას ეძახდა თავს? სალოსის დანიშნულებაა თავად დაიმცროს, იმისთვის რომ ვექტორად იქცეს სხვისთვის და აქ რას ვხედავდით? პიროვნების კულტსა და განდიდებას.

ბოლოსკენ სულ გაგიჟდა და ეს საწყალი მრევლიც გააგიჟა, რომელიც გაბრიელის წმინდანად შერაცხვამ წაახალისა. არგუმენტად ეს აქვთ და ამას იქნევენ. გაამტყუნებ?

უცნაურ, ჰაგიოგრაფიულ აღსასრულად ჩანს მისი ბოლო დღეები: ამბობენ, რომ ამ თავისმა მრევლმა ის ექიმს არ ანახა, სახლში გამოამწყვდია და ასე მოკვდა მდუმარე ბერი ნიკოლოზი მარტო, იმ თავის სახლში, სადაც საკუთარ თავს განადიდებდა. ახლა მრევლია დამნაშავეო, ამბობენ, მაგრამ არის კი მასსავით ჭკუიდან გადასული მრევლი პასუხისმგებელი?

ვინმემ მიხედა როგორ განარჩევს ეკლესია ფსიქიატრიასა და მისტიკას? ვინმემ იცის ეს? არავინ იცის, არავის აინტერესებს – აქეთ ნორმალურ ხალხს რომ ეუბნები რა საშიშია ეს, დიდად არავის აღელვებს.

ღმერთმა განუსვენოს ნიკოლოზს, მღვდელს, რომელსაც ეკლესიამ ვერ მიხედა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved