ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „postv“-ის ეთერში განაცხადა:
„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არანაირი მეორე ტალღის ზღვარზე არ ვდგავართ, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა მატება მოსალოდნელი იყო და ეს საგანგაშო არა, მაგრამ საყურადღებოა, –დაუდგენელი კლასტერების ერთეული შემთხვევები საყურადღებოა, თუმცა განგაშის საფუძველს არ გვაძლევს. ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევების შემდეგ მათი დადგენა მოხდება. მესმის, პირბადის ტარება ადამიანებს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ ეს აუცილებელია! უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო ჯანდაცვის სისტემა პანდემიას ვერ დაამარცხებს თუ საზოგადოების მხრიდან ერთიანი მიდგომა არ იქნება, ამიტომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ის მინიმალური რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ნორმალური ეპიდსიტუაციის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს”
კომენტარები