• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არანაირი 10-ჯერ მეტი უკრაინელი რუსულ პოზიციებს არ უტევს” – რატომ გარბის რეალურად რუსული არმია?

ალია ავტორი - ალია
15:40 10-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
712

ლევან ყურაშვილი:

დღეში 20-30-50 კილომეტრის გავლა კონტრშეტევაში არის გიჟური ტემპი.
იმდენად სწრაფი, რომ მომარაგებას მოწინავე ნაწილებზე დაწევაც კი უჭირს (შეტევაში მყოფებს სჭირდებათ საწვავი, ტყვია-წამალი, საკვები, წყალი, დამხმარე დანაყოფები და ა.შ.).
შეუძლებელია ამხელა მანძილი დაფარო, თუ მოწინააღმდეგე პრაქტიკულად ბრძოლაში შემოსვლის გარეშე არ გარბის.
და რა სჭირს რუსულ არმიას, რატომ გარბიან?
პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ რუსული არმია, როგორც ერთიანი მექანიზმი, ამწუთას უბრალოდ არ არსებობს.
ერთ სოფელში შეიძლება იდგეს ვდვ, მარცხენა ფლანგს იცავდეს სობრის სპეცრაზმი, მარჯვნივ იდგეს დნრ-ლნრ-ის მობიკები, ხოლო ზურგში კადიროველები.
ამ დანაყოფებს შორის პრაქტიკულად არანაირი კავშირი და მითუმეტეს კოორდინირებული მოქმედება არ არსებობს.
ამ ნაწილებს არ აქვთ ნორმალური კავშირი არტილერიასა და ავიაციასთან, არ აქვთ ნორმალური დაზვერვის საშუალებები, რათა შეტევაზე გადმოსული უკრაინული ნაწილების ზუსტი კოორდინატები მიაწოდონ ამ უკანასკნელებს.
მეორე მიზეზი არის უკრაინელების ტაქტიკა: ზსუ არ ასკდება შუბლით გამაგრებულ დასახლებულ პუნქტებს. მოძრაობენ მცირე, მობილური ჯგუფებით და შეტევა მიდის როგორც ცენტრში, ისე ფლანგებზე. სადაც გაირღვევიან, ძირითადი შეტევაც იქედან ვითარდება და შედარებით გამაგრებულ პოზიციებს ზურგიდან უვლიან.
თუ გაირღვა მობიკების პოზიცია, პრაქტიკულად კავშირის არარსებობის გამო, სობრი და ვდვ ამას გაიგებს მხოლოდ მაშინ, როცა ზსუ მათ პოზიციებზე ფლანგიდან შევარდება.
პლუს ამას, მთელი ფრონტის გასწვრივ და სიღრმეში დარბიან გაძლიერებული ათეულის ზომის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები: 2-2 პიკაპით, გადასატანი საზენიტო კომპლექსებით, ნაღმმტყორცნებით, ერთჯერადი/მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით.
წარმოიდგინეთ სიტუაცია: დგახართ ფრონტის ხაზიდან 30 კილომეტრის სიღრმეში. უცებ ეთერში იწყება პანიკა, რომ მოწინააღმდეგე მათ პოზიციებზე შემოვარდა, 15 წუთში იგივე ისმის მარცხენა და მარჯვენა ფლანგებიდან და მერე კავშირი წყდება.
20 წუთში, თქვენ პოზიციაზე იწყება სროლა, გესვრიან ტყვიამფრქვევიდან, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმყორცნიდან აგიფეთქეს ბმპ, ხოლო საცეცხლე წერტილებს 40 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნიდან ამუშავებენ.
კავშირი არ არის, მოწინააღმდეგე სადაა არ იცი, გახსოვს რომ 10 წუთის წინ თავდაცვის პირველი ზოლი პანიკაში ყვიროდა, მტერი ყველა მხრიდან გვიტევსო.
არ იცი სად არიან მეზობელი შენაერთები, არ იცი სადაა მოწინააღმდეგე, რა ძალები გიტევენ, საიდან გიტევენ, პანიკაში უბრალოდ ტოვებ პოზიციას და გარბიხარ.
იგივეს აკეთებენ შენსა და ფრონტის წინა ხაზს შორის არსებული სხვა ძალებიც, რადგან ალყაში მოხვედრის შიში აქვთ.
სინამდვილეში კი, ამ 20 კილომეტრიან სიღრმეში შეიძლება სულ 3 ათეული დრგ დარბოდეს, პოზიციებს აწიოკებდეს და პანიკის გამო ბატალიონის დონის დანაყოფი გაიქცეს.
ამას ემატება სრული უნდობლობა მეთაურობის მიმართ და მწარე გამოცდილება იგივე იზიუმსა თუ ლიმანში.
რეალურად, არანაირი 10-ჯერ მეტი უკრაინელი რუსულ პოზიციებს არ უტევს. უბრალოდ, უტევენ ძალიან ჭკვიანურად და თესავენ სრულ პანიკას მოწინააღმდეგის რიგებში.
თეგები: ლევან ყურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved