• რეკლამა
  • კონტაქტი
02:28, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო და ევროპა, ისეთი ევროპა დაბრუნდება, რაც გვინდა, რომ დაბრუნდეს – კალაძე

ალია ავტორი - ალია
15:55 12-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ესტონეთის მიერ საქართველოს 14 თანამდებობის პირისთვის და მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაში და საქართველოშიც.

„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში. კარგად ვხედავთ თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

სანქციები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა. ისეთი ევროპა, როგორც ჩვენ ქართველებს წარმოგვიდგენია და ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის, ისეთი ევროპა დაბრუნდება, რაც გვინდა, რომ დაბრუნდეს.

დღეს, რაც ხდება ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს არის უსამართლობის სრული პიკი, უსამართლობის კადრების სრული პიკი, თეთრზე გვიმტკიცებენ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved