BBC-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ონლაინ შეხვედრა მოაწყო და ეკონომიკური პრობლემები განიხილა.
“არამეგობრული ქვეყნები არქტიკული მიწოდების ქსელებს ანადგურებენ”. – თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, არქტიკული საბჭოს ქვეყნებმა: კანადამ, დანიამ, ფინეთმა, შვედეთმა, ნორვეგიამ, ისლანდიამ და აშშ-მ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი საკმაოდ დაზარალდა, თუმცა “რუსეთს მარტივად შეუძლია სავაჭრო ურთიერთობების წარმოება იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ”.
კომენტარები