• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არაა მიღებული მედიის გადამტერება, თუმცა… – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
18:00 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე:

“ოპოზიციას 3 წელია ვეუბნები გაიაზრეთ წარსული, განახლდით, გაუწიეთ ხელისუფლებას ჯანსაღი კონკურენცია, თორემ მარგინალიზაციის გზაზე ხართ მეთქი. არ შეისმინეს, გამარგინალდნენ.

ბევრჯერ მაქვს დაწერილი და ეთერებშიც ნათქვამი, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად ტონუსში ამყოფებს მას.

2024-სთვის მქონდა სურვილი სერიოზული ცვლილებები მეხილა ოპოზიციურ ფლანგზე. რეალობა და ტენდენციები არასახარბიელოა.

მეორე მიმართულება მედია იყო. ზოგადად არაა მიღებული მედიის გადამტერება, თუმცა არ ვარ პოლიტიკაში, არც იგეგმება. ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას.

ბევრი მათგანია განაწყენებული. მათი პრობლემაა. აბა მე მკითხონ რას ვფიქრობ, როცა ვუცქერი, როგორ წამლავენ ხალხს წლების განმავლობაში. გუშინ ერთ-ერთმა საინფორმაციომ, აქ რომ ვერაფერი ამოქექა, ტეხასში 1 მოკლეს და 9 დაჭრესო. ხომ მაგრად გაინტერესებდათ? კოლუმბიაშიც მოკლეს, გვატემალაშიც, ნაურუშიც, ბარბადოსშიც ზოგი მოკლეს, ზოგი დაჭრეს, გაიტაცეს, გააუპატიურეს… რატომ არ გვაწვდით ინფორმაციებს?! გვაინტერესებს მკვლელობები, კრიმინალური ქრონიკა. არ გამოტოვოთ. აქ თუ ვერ იპოვით, დახედეთ გლობუსს, ბევრი ქვეყანაა. ალბათ არ იცით, რომ მსოფლიოში, ყოველ დღე, სტიქიური უბედურებებიც ხდება. მოგაწვდით წყაროებს.

ჩვენთან “ჟურნალისტური სოლიდარობა” მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუ რომელიმე ოპოჟურნალისტს სადმე, მისივე პროვოკაციის გამო, ნერვები შეუტოკეს. თქვენი დამკვეთების, მეპატრონეების წინააღმდეგ გაერთიანდით და გამოიჩინეთ სოლიდარობაც, ჟურნალისტობაც, გააპროტესტეთ, მოითხოვეთ საკუთარი უფლებების დაცვა, 70-80% თავისუფლება მაინც მოგცენ. მთელი რეიტინგები ყაყან-შოუებზე გაქვთ აგებული და არა ინტელექტზე და ჯანსაღ დებატებზე. საგულდაგულოდ არჩევთ სტუმრებს. იცით ვინ ატეხავს ყაყანს… ეს პოსტი მედიის მისამართით ბოლოა. კრიტიკა უარეს შედეგს იძლევა და არ მინდა ოპოზიციასავით დაგემართოთ.”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved