• რეკლამა
  • კონტაქტი
04:24, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაა დვალიშვილი ქოცი” – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
22:58 10-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,771

ყოფილი პარლამენტარი, მერაბ დვალიშვილი:

მერაბ დვალიშვილმა წუხელ მოწინააღმდეგე დაანგრია და ჩემპიონობა კიდევ ერთხელ დაიცვა.

მერაბი უზარმაზარ საქმეს აკეთებს საქართველოს პოპულარიზაციისათვის.

ცოტა რამ ტატუზე:
ზოგადად, ტატუ არ მომწონს. ვხვდები, რატომ არა აქვს კრიშტიანუ როლანდუს ტატუ. ასეთი მდგომარეობა მის ცხოვრების სტილს, ტიტანურ შრომას, სპორტულ პედანტურობას და “სისუფთავეს” უსვამა ხაზს. მას არ სჭირდება დამატებუთი დოპინგი ტატუს სახით ფსიქოლოგიურად მოსაძლიერებლად.

მესი ისევე კარგად თამაშობს ტატუს მერე, ვიდრე ტატუმდე თამაშობდა. ჩემი აზრით, რაღაც მომენტში, როცა ჩავარდნები დაეწყო და დეპრესიულად გამოიყურებოდა, ფსიქოლოგიური გადატვირთვისთვის ტატუც გამოიყენა.

ვინ რატომ იკეთებს ან არ იკეთებს ტატუს, მხოლოდ ინდივიდუალური მოტივებით შეიძლება აიხსნას, რაც ძალიან განსხვავებულია. რამდენიმე დღის წინ მინისერიალის ყურება დავამთავრე ჰავაის ტომებზე( “ომის ბელადი”) და ისეთი ლამაზი და სიმბოლური ტატუები ეკეთათ, ლამის მეც გავიკეთო ამ სიბერეში.

მერაბი არატატუირებული სპორტსმენია. მას შემდეგ, რაც ამ სახეობის სპორტის მესვეურებმა აკრძალეს ოქტაგონზე ეროვნული დროშების გამოტანა, ადგა და ამ კაცმა მკერდზე დაიხატა საქართველოს დროშა. მიდი და შეედავე.

გუშინაც, საქართველო, როგორც გმირებისა და მეომრების ქვეყანა ახსენა ორთაბრძოლის შემდეგ. ტრამპსაც შეახსენა მანამდე, “ვისი გორისა იყო”.

ხშირად უსამართლო კრიტიკა გაისმის ხოლმე სპორტსმენების მისამართით. იმაზე მეტს ვთხოვთ პოლიტიკაში ჩართულობის მხრივ, ვიდრე ეს შესაძლებელია. შეუძლებელია წესიერი და პატრიოტი ადამიანი იყოს ქოცი. არაა დვალიშვილი ქოცი, არც თოფურია, არც ხვიჩა კვარაცხელია, არც ჩვენი ფეხბურთელები და კალათბურთელები. რა მათი ბრალია, თუ გასახდელში რომელიმე ქოცი პრემიერი თუ ფედერაციის პრეზიდენტი შებოდიალდება, ფოტოს გადაიღებს და მერე საჯაროდ გამოფენს. გუშინ რომ ლეგენდა იყო და დღეს ქვეყნის ღალატის გამფორმებელ პარლამენტში ზის ქოცების სახელით, გუშინ რომ ხალხს უყვარდა და დღეს რომ სძულს, ამას ღებულობენ გაქოცების შემდეგ. იცის ეს ყველა გონიერმა სპორტსმენმა.

წუხელ ღამე გავათენე. აქციებიდან დამარცხებულმა (რაც დროებითია) სახლში დაბრუბებულს მერაბმა ცოტათი გამომიკეთა ხასიათი.

“საქართველოს გაუმარჯოს”!-ამბობს ეს ტატუ, რომლის დიდად მოყვარული, როგორც ვთქვი, არა ვარ, მაგრამ ეს საუკეთესო ტატუა მსოფლიოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved