• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს” – თბილისში აქცია დაანონსდა

ალია ავტორი - ალია
20:33 04-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

“არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს”, – ამ სლოგანით 8 აპრილს, 14:00 საათზე სტუდენტური მოძრაობები აქციას გამართავენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის უკან და თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ შეიკრიბებიან.

ორშაბათს, 8 აპრილს, პარლამენტში ხელახლა იწყება რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცედურები. ამავე დღეს, ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება. ჩვენ პარლამენტთანაც და სასამართლოსთანაც ისტორიის სწორ მხარეს დავდგებით!

2023 წლის მარტში ქართველმა ხალხმა უკან დაახევინა ხელისუფლებას, რომელსაც განზრახული ჰქონდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროება და საქართველოს რუსულ ორბიტაზე მონიშვნა. მარცხით გაბრაზებულმა ხელისუფლებამ მალევე გადაწყვიტა, რომ შეერჩია და სამაგალითოდ დაესაჯა მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. ამის პარალელურად კი, მან ქართველი ხალხის უმთავრესი მონაპოვრის, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად გაწეული შრომის და კანდიდატის სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გადაწყვიტა.

ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ კავშირი იმ პროცესებს შორის, რომელიც პარალელურად ვითარდება პარლამენტსა და სასამართლოში! გთავაზობთ, რომ გადავნაწილდეთ და შევიკრიბოთ როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ!

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ, ქართველ ხალხს ისევ უწევს ბრძოლა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ერთად დავიცვათ 9 აპრილის გმირების მონაპოვარი და არ დავუშვათ საქართველოს რუსეთიზაცია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved