ჟურნალისტი ნუკა არველაძე კახა კალაძის მიერ ღარიბაშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
,,ძალიან სამწუხაროა, კახა კალაძე
ნამდვილად არ ველოდი რომ ასეთ შეფასებას გააკეთებდი
ვინ თუ არა შენ ყველაზე კარგად იცი რა ტრიალებს საქართველოში 2024 წლის არჩევნების მერე
შენც 4 შვილის მამა ხარ
ირაკლიც
ორივეს მართლა სამაგალითო ოჯახი გყავთ!…
წლების მანძილზე ლამის ჯავშანივით ვიყავი გადაფარებული ქართულ ოცნებასა და თქვენზე, მის ლიდერებზე…
წლების მანძილზე არაერთი მხარდამჭერი და ამომრჩეველი რომელიც თქვენი ერთგული იყო ისე გაწირეთ უკან არც კი მოგიხედავთ და არ მოგიკითხავთ!
ირაკლი ღარიბაშვილს რა ბრალიც აქვს წაყენებული არა მარტო დღეს,ყველა მთავრობის ჩინოვნიკის გასამართლება შეიძლება
მათ შორის შენი და შენი ე.წ. თანაგუნდელების…..
კაცობა მართლა დაივიწყეთ 2 წელია. ამიტომ სხვას რომ მიუთითოთ ამის უფლება არ გაქვთ!!!!
ღმერთმა დაგიფაროს და რამე რომ მოხდეს ადამიანს არ დაიტოვებთ….
ქვეყნის მტრები და მათგან აღმოცენებული წლებია შეიწოვეთ, იმათგან იყავი ხოლმე დასაცავი ვინც ამაყად მოადგილედ გყავდა დანიშნული
რამდენი ნაცი აღაზევეთ ფაქტებით შემიძლია ჩამოგითვალო, მათ შორის შენს გარემოცვაში
და დიახ თქვენ აცინებდით მათ როცა ჩვენ, თქვენი მხარდამჭერები და ერთგულები უბრალოდ გაგვრიყეთ და გაგწირეთ!!!!
შენს წინააღმდეგ არაერთი ფარული დარტყმა ამირიდებია.
ყველა როცა დაიმალებოდა და ხმას არ იღებდა მაშინ….
და სწორედ იმათგან მოდიოდა დარტყმა ვისაც დღეს გუნდად თვლი…
მე მახსოვს კახი და ისიც მახსოვს კობახიძე-მდინარაძის დავალებით როგორ დამტოვე შემოსავალის გარეშე!…
არა კახი
ამის თქმას დუმილი აჯობებდა.
ირაკლის ოჯახი და შვილების ყავს, შენც
სულ რომ არაფერი ‘ – ბავშვების გაფრთხილება მაინც უნდა შეძლო….
კახა კალაძე:
– ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი.
P:S
თითეულ დაწერილ სიტყვაზე გული მეგლიჯება.
გლობალისტებმა და ნაცებმა ვერ მოახერხეთ ქართული ოცნების დღევანდელმა შემადგენლობამ…. თქვენ!











კომენტარები