• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა” – გიგა ოთხოზორიას დედის კომენტარი რუსულ თვითმფრინავებზე თბილისში

ალია ავტორი - ალია
13:48 05-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

დღეს, 19 მაისს 7 წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია ამბობს:

“ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ ყოველთვის. დღეს კიდევ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი რომ წამოვწიო წინ, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ და ახლა რატომღაც მგონია, რომ უფრო გაჭირდება სამართლის ნახვა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ვინც იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის. გმირები გახდნენ პირტიტველა ბიჭები და ამ დროს, ცოტა გასაკვირია მე მგონი, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით, ეს არის, მეტი არაფერი.

ჩემი შვილიც ამ ქვეყნის შვილი იყო და უყვარდა, მას ნამდვილად უყვარდა თავისი სამშობლო და თავის სიტყვებს, რომელიც მან თქვა, რომ ჩემ მიწაზე დგახართ და ამდენს ქართველ ადამიანს როგორ უბედავთ, როგორ ბედავთ, რომ ქართველი ადამიანის პირადობის მოწმობას ფეხი დააბიჯოო, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი, ასე რომ, დღეს, მართლა დღეს, რომ პირველად ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს, ალბათ მას დელეგაცია ჩამოჰყვება, რომელსაც ალბათ ჩვენები დახვდებიან, რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ, არა იმიტომ რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა საერთოდ, ვინც დადებითად ჩავთვლით, რომ ეს მოვლენა კარგია, მაგათთვის მე მგონი ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეთ ყოველ შემთხვევაში თუ არ აქვთ”,

წყარო – მთავარი არხი

ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ.

თეგები: გიგა ოთხოზორია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved