• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა­ერ­თხელ და­მის­ვეს კი­თხვა – “დედა ექი­მი იყო და რა­ტომ არ აიც­რაო?” – გარდაცვლილი ექიმის შვილი

ალია ავტორი - ალია
15:28 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
263

რამდენიმე კვი­რის წინ თვა­ლის კლი­ნი­კა “ოფ­თალ­მე­დის” წამ­ყვა­ნი ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი ლუ­ი­ზა ცო­მა­ია კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

გარდაცვლილი ექიმის შვი­ლი, თა­მუ­ნა კვი­ტაშ­ვი­ლი, წერს:

“3 კოშ­მა­რუ­ლი კვი­რაა, ათა­სი სცე­ნა­რი მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში. რა იქ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტში კო­ვი­დამ­დე და კო­ვი­დის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დე­გაც სხვა­ნა­ი­რად რომ გვე­მოქ­მე­და, რით შე­იძ­ლე­ბო­და ამ კოშ­მა­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი მაქვს – აც­რით და მხო­ლოდ აც­რით! ამის და­წე­რის არც ნერ­ვი მქონ­და და არც დიდი სურ­ვი­ლი, მაგ­რამ უფრო მათ­თვის ვწერ, ვინც თა­ვად კონ­კრე­ტუ­ლად ფა­ი­ზერს ელო­და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში „ჩი­ნურს რო­გორ გა­ვი­კე­თებ“ მო­ტი­ვით და ამის მი­უ­ხე­და­ვად ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ და­მის­ვეს კი­თხვა – “დედა ექი­მი იყო და რა­ტომ არ აიც­რაო?” – ყვე­ლას ერ­თად გი­პა­სუ­ხებთ…

მერ­წმუ­ნეთ კო­ვი­დის სი­ვე­რა­გე პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვფიქ­რობ ზედ­მე­ტა­დაც დიდი სიმ­ძაფ­რით ჰქონ­და აღ­ქმუ­ლი, ვი­საც ამ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოდ­ნა­ვი შე­ხე­ბა მა­ინც ჰქონ­და დე­დას­თან, და­მე­თან­ხმე­ბა. თავ­დაც­ვის მაქ­სი­მა­ლურ ზო­მებს იღებ­და, (დღემ­დე ვერ გაგ­ვი­გია რა მო­მენ­ტში და­ინ­ფი­ცირ­და), ვაქ­ცი­ნას მარ­თლა ცი­უ­რი მა­ნა­ნა­სა­ვით ელო­და და პირ­ვე­ლი­ვე შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე – 6 აპ­რილს და­რე­გის­ტრირ­და ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე (ას­ტრა­ზე­ნე­კა სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით და ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით თა­ვი­დან­ვე გა­მო­ი­რი­ცხა საკ­მა­ოდ რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე კო­ა­გუ­ლო­პა­თი­ის გამო), ჰოდა, ბე­დის ირო­ნი­ით, პირ­ვე­ლად მის ცხოვ­რე­ბა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე ხუთი დღით ადრე მოხ­ვდა კლი­ნი­კა­ში სინ­კო­პეს (გუ­ლის წას­ვლა) გამო, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კი­დან მე­ო­რე დღეს – “ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ში­შით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­ნი­კუ­რი შიში-ის დი­აგ­ნო­ზით” გა­მო­წე­რეს და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­დე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აც მის­ცეს. სა­ოც­რად შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნო თავი ნა­ნატ­რი ვაქ­ცი­ნის არარ­სე­ბულ შიშს რომ მი­ე­წე­რა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­უქ­მე­ბაც არ სურ­და, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფორ­სი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მით შე­უდ­გა სწო­რი დი­აგ­ნო­ზის ძი­ე­ბას, რის­თვი­საც რე­ა­ლუ­რად შა­ბათ-კვი­რის გამო ორი დღე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი აც­რამ­დე.

სამ სხვა­დას­ხვა ნო­ზო­ლო­გი­ის ექიმ­თან ვი­ზი­ტი და სა­ბო­ლო­ოდ და­ნიშ­ნუ­ლი კტ კლე­ვა ორ დღე­ში ვერ ეს­წრე­ბო­და, ამი­ტომ და­ვი­წყეთ რეკ­ვა ცხე­ლი ხა­ზი­დან და­წყე­ბუ­ლი თუ სად­მე გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს კი­დევ არა­ერთ სტრუქ­ტუ­რა­ში რომ სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით, მხო­ლოდ ორი­ოდ დღით გა­და­ე­ვა­დე­ბი­ნათ ჩა­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი. თა­ვად 50 წლის უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის, ასა­კობ­რი­ვი რისკ – ჯგუ­ფის მქო­ნე ექი­მის­თვის. ბო­ლოს ყველ­გან რომ უარი მი­ვი­ღეთ იმ­დე­ნად მონ­დო­მე­ბუ­ლი იყო, მისი სა­ოც­რად მო­რი­დე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად ნაც­ნობ – მე­გობ­რებ­შიც სცა­და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ ამა­ოდ – პა­სუ­ხი ყველ­გან უარ­ყო­ფი­თი იყო. მა­შინ გუ­ლუბ­რყვი­ლოდ ვფიქ­რობ­დი ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა სის­ტე­მუ­რად , ყო­ველ­გვა­რი გა­დახ­ვე­ვის გა­რე­შე კეთ­დე­ბო­და და და­მა­ტე­ბით სხვა „უკა­ნო­ნო“ გზე­ბის ძი­ე­ბა აღარ მი­ფიქ­რია, რა­საც ალ­ბათ ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებ თავს , მო­მა­ვალ­ში ბევ­რი ამა­ზე უა­რე­სი „გა­დაც­დო­მის“ შე­სა­ხებ გა­ვი­გე და ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­მიმ­ძაფ­რდა სი­ნა­ნუ­ლის და პრო­ტეს­ტის გრძნო­ბაც. სწო­რი დი­აგ­ნო­ზი – საყ­ლა­პა­ვის თი­ა­ქა­რი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სინ­კო­პე და­ის­ვა ზუს­ტად აც­რის დღეს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის არა­ნა­ირ უკუჩ­ვე­ნე­ბას ეს დი­აგ­ნო­ზი არ წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნა უკვე აღარ იყო. შემ­დეგ იყო მო­რი­გი დო­ზე­ბის შე­მოს­ვლის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლო­დი­ნი. მა­ი­სის თვე­ში სო­ნო­ფარ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უფრო „ეფექ­ტუ­რი“ ვაქ­ცი­ნის ლო­დი­ნი არ დაგ­ვი­წყია, მთე­ლი ოჯა­ხი სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის ჩათ­ვლით ავი­ცე­რით, დე­დაც ჩა­წე­რი­ლი იყო ჩვენ­თან ერ­თად.

“ექ­სპერ­ტე­ბის“ რჩე­ვებს და მო­საზ­რე­ბებს, რომ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­თათ­ვის ეს კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნა არა­ე­ფექ­ტუ­რია სამ­წუ­ხა­როდ, იზი­ა­რებ­და, მაგ­რამ „ფა­ი­ზე­რის“ ლო­დი­ნით დაღ­ლი­ლი უკვე ამა­ზეც თა­ნახ­მა იყო, მაგ­რამ აქაც ბე­დად ზუს­ტად რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ფა­ი­ზე­რის ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში შე­მოს­ვლა­ზე და იმ ფაქ­ტით შე­გუ­ლი­ა­ნე­ბულ­მა რომ არა­ერთ კო­ვი­დი­ან­თან საკ­მა­ოდ ახლო კონ­ტაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად (პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სან­ტი­მეტ­რე­ბის მან­ძილ­ზე უწევ­და პა­ცი­ენ­ტებ­თან კონ­ტაქ­ტი), მისი თავ­დაც­ვის ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არა­ერ­თხელ გა­დარ­ჩე­ნილ­მა, კი­დევ ორი­ოდ კვი­რა კვლავ ჯი­უ­ტად ფა­ი­ზე­რის ლო­დი­ნი გა­და­წყვი­ტა, ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე…

რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ჩა­მო­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ – ერთ ბოლო სა­უ­ბარ­ში მი­თხრა, რო­გორ ვნა­ნობ რომ არ და­გი­ჯე­რე და “სი­ნო­ფარ­მით” არ ავი­ცე­რიო, იმა­ზეც სა­ოც­რად გულ­ნატ­კე­ნი იყო, რომ ორი დღე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­ვა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ბოლო დღემ­დე მარ­თლა მთე­ლი გუ­ლით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და, ცოტ- ცოტა ყვე­ლა­ფე­რი იყო – უიღ­ბლო­ბა, სი­ჯი­უ­ტე, ბი­უ­როკ­რა­ტია და ბევ­რი გა­უ­ფილტრა­ვი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა­მაც ერ­თი­ა­ნო­ბა­ში ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ასე რომ გე­მუ­და­რე­ბით აი­ცე­რით რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც იქ­ნე­ბა იმით, ნუ გა­ვი­წყდე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კა და ის­რა­ე­ლი არ არის, ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა არ შეხ­ვდეს კონ­კრე­ტუ­ლად ფა­ი­ზე­რი, რა­საც ახერ­ხებს ეს გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ისიც გა­საკ­ვი­რია. და­ი­ცა­ვით პირ­ველ რიგ­ში თქვე­ნი­ვე თავი და თუ ფიქ­რობთ რომ ახალ­გაზ­რდა და ჯან­მრთე­ლი ხართ და ვირუსს იო­ლად და­ა­მარ­ცხებთ, იმათ­ზე მა­ინც იფიქ­რეთ, ვინც თქვე­ნი მი­ზე­ზით, თქვენ­და უნე­ბუ­რად დე­და­ჩე­მის მსგავ­სად შე­იძ­ლე­ბა ამ ვე­რა­გი ვირუ­სის მსხვერ­პლად აქ­ცი­ოთ…”

თეგები: ვაქცინაციაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved