• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა, დარჩა კიდევ მეორე ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციის რეალური დაცვა” – ერთი რამ, რაშიც ხმალაძე პრეზიდენტს არ ეთანხმება

ალია ავტორი - ალია
21:35 12-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,251

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო, ეხმაურება და ამბობს:

„დღეს წავიკითხე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ის, რაც წავიკითხე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულიც იყო, დაებრუნებინა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში. მან ეს არ გააკეთა.

განჩინების შინაარსსა და პროცედურაზე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ამ განჩინებამ ჩემზე დატოვა ასეთი შთაბეჭდილება – მოსამართლეებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ანუ დასაშვებად არ უნდა ეცნოთ ის ორი კონსტიტუციური სარჩელი და შემდგომ შეეცადნენ, რამენაირად გაემართლებინათ ეს გადაწყვეტილება და გამართლება, ჩემი აზრით, არ გამოუვიდათ,  იმიტომ ეს არის სიტყვებით და ცნებებით ჟონგლიორობა, რომელიც ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ მინახავს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები საბჭოთა კავშირის დროს. სამწუხაროდ, იგივე ვნახეთ დღესაც.

სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა უარი თქვა კონსტიტუციის დაცვაზე.

დღეს ვინ დაგვრჩა კონსტიტუციის დამცველად კონსტიტუციური ინსტიტუტებისგან? რაც თქვა ქალბატონმა პრეზიდენტმა, ყველაფერში ვეთანხმები, ერთი რამის გარდა, ერთ რამეში ვერ დავეთანხმები, რომ დარჩა მხოლოდ ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი.

არა, ბატონებო. დარჩა კიდევ მეორე ინსტიტუტი, ესაა ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო და კონსტიტუციის დაცვა, რეალური დაცვა, ფაქტობრივი დაცვა დღეს შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს და იმედი მაქვს, ისინი ამას გააკეთებენ“, – თქვა ხმალაძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved