ასამართლომ მარინე ნანავას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის.
“ქვეყანაში, რომელშიც წლობით არის დაკეტილი მეტროსადგურები, წლობით გადათხრილია გზები, არავინ იძიებს ამ ამბებს. ასეთ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმედ ითვლება 20 წუთით გზის გადაკეტვა. ვინმეს რომ აწუხებდეს გზების გადაკეტვა, გამოიძიებდნენ კორუფციის კერებს და პირველს კახა კალაძეს დააპატიმრებდნენ. ამ ყველაფრის მიზანი პროტესტის მონაწილეების დაშინებაა. ვაღიარებ ფაქტს [გზაზე გადასვლას], მე უბრალოდ ვხსნი მიზეზებს.
არ ვთვლი თავს დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს ვაღიარებ. ეს კანონი არის უსამართლო და ჩვენი ვალია, არ დავემორჩილოთ მას. ამ თუ სხვა ფორმით პროტესტს გავაგრძელებ, სანამ თქვენ და რეჟიმის სხვა მსგავსი მსახურები ამ სკამზე [საბრალდებო] არ ამოყოფთ თავს“, – თქვა მარინე ნანავა.
ნანავა პოლიციამ გუშინ რუსთაველზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა.














კომენტარები