• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვიცით, როდის გაექცა ხელისუფლებას კონტროლი… აქ პანიკაა” – ქართველი ემიგრანტები თურქეთში არსებულ ვითარებაზე

ალია ავტორი - ალია
13:28 03-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ზობ­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თურ­ქეთ­ში ჰყავთ, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, COVID-19-ით 1236 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აქე­დან 30 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კას იწ­ვევს.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია.

მა­ნა­ნა აბა­ში­ძე:

– სტამ­ბოლ­ში ვცხოვ­რობ და ერთ-ერთ საკ­ვებ ობი­ექ­ტში ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღეა და­კე­ტი­ლია… ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, რას ელო­დე­ბი, წა­მო­დიო, ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს ასა­ღე­ბი, თვე­ნა­ხევ­რის… ახლა რომ წა­მო­ვი­დე, მერე შე­იძ­ლე­ბა, უკან ვერც დავ­რუნ­დე და იმ თან­ხას არა­ვინ და­მიბ­რუ­ნებს. აქაც ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. წლე­ვან­დე­ლი ტუ­რიზ­მი უკვე ჩა­ვარ­დნი­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს ითხო­ვენ…ასევე დაგაინტერესებთ

ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით იხუ­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბის გარ­და. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მუდ­მი­ვად მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, დარ­ჩნენ სახ­ლში და არ გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში, თუმ­ცა ამ მო­წო­დე­ბას ყვე­ლა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს… ამი­ტომ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ფაჰ­რა­თე­ინ ხო­ჯამ ყვე­ლას მი­მარ­თა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­ი­წყე­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა, რად­გან ხალ­ხი მა­ინც ცდი­ლობს გა­მო­ვი­დეს მა­რა­გის­თვის ან სხვა პი­რა­დი საქ­მის­თვის, რომ­ლის გა­და­დე­ბა არ უნ­დათ იმის ში­შით, რომ მერე ვი­თა­რე­ბა უფრო არ გა­უ­რეს­დეს… ამი­ტომ, ურ­ჩევ­ნი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი თუნ­დაც რის­კის ფა­სად მო­ი­ლი­ონ.

ქე­თე­ვან ბი­გა­ნა­უ­რი:

– სტამ­ბოლ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა და პა­ნი­კაა ისე, რო­გორც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში. პა­ნი­კა­ში უფრო ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან, ვინც ოჯა­ხებ­ში ვმუ­შა­ობთ, უფრო მშვი­დად ვართ, რად­გან უფრო და­ცუ­ლად ვგრძნობთ თავს. პა­ნი­კა და შიში კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს… უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ვინც ფაბ­რი­კა-ქარ­ხნებ­ში მუ­შა­ობ­და, ახლა უმუ­შე­ვა­რია, რად­გან დრო­ე­ბით ყვე­ლა­ფე­რი და­ი­კე­ტა…

ვცდი­ლობთ, ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვად და­ვე­ხამ­როთ, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად და ისეც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რად­გან აქ უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი თა­ვის პატ­რო­ნე­ბი ისევ ემიგ­რან­ტე­ბი ვართ. ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

კახა ჩა­ჩა­ნი­ძე, ან­ტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

– ტე­ლე­ვი­ზორს არ ვშორ­დე­ბით მთე­ლი დღეა… ამ­დე­ნი წე­ლია აქ ვცხოვ­რობ, სულ უცხო­ე­ნო­ვან თურ­ქებ­თან მქონ­და საქ­მე და ად­გი­ლობ­რივ ენას ცუ­დად ვფლობ­დი, ახლა ისე ვარ ჩაფ­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში, მგო­ნი ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში თურ­ქუ­ლი ვის­წავ­ლე… აქ უამ­რა­ვი ემიგ­რან­ტია, რომ­ლებ­მაც თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რეს და ან­ტა­ლი­ა­ში ადრე ჩა­მო­ვიდ­ნენ, რომ სა­მუ­შა­ო­ზე ეზ­რუ­ნათ, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, თავი ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მის გმი­რი მგო­ნია, მან­ქა­ნის გა­რე­შე, ქუ­ჩა­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა არ გვაქვს.

ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლია, რად­გან ამ­დე­ნი ათა­სია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არ­ცერ­თი გა­მო­ჯან­მრთე­ბუ­ლი არ არის. არა­და, პირ­ველ დღე­ებ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლად იყო, თურ­ქე­თი სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებ­და. არ ვი­ცით, რო­დის და რო­გორ გა­ექ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­ტრო­ლი. შე­საძ­ლოა, მა­ნამ­დეც იყო და უბ­რა­ლოდ არ ამ­ხელ­დნენ, რომ ერ­დო­ღა­ნის “გა­მარ­თულ მე­ნე­ჯმენტს” ჩრდი­ლი არ მის­დგო­მო­და. თუმ­ცა, ჭირს თავი არას­დროს და­უ­მა­ლავს და ეს ვერც თურ­ქეთ­ში მოხ­დე­ბო­და.

ლადო, 28 წლის, იზ­მირ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

– ამ­ბო­ბენ, რომ უფრო მე­ტია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­ღუ­პუ­ლიც, უბ­რა­ლოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­ნი­კის ეში­ნია და მა­ლავს. ერთ დღე-ღა­მე­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 950-მდე ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და. შე­საძ­ლოა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ მარ­თლაც წარ­მოქ­მნას ქა­ო­სი, რად­გან რო­გორც კი პირ­ვე­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, მა­შინ­ვე მი­ა­წყდა ხალ­ხი სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებს, აფ­თი­ა­ქებს და ამ­ბო­ბენ, რომ ბან­კებ­საც კი – თან­ხის გა­ტა­ნა და­ი­წყეს… ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე ხანს და­ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას და მერე წა­მო­ვალთ. სა­ქარ­თვე­ლო­დან გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წა­მოს­ვლას თუ და­ვა­პი­რებთ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სარფზე ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი გვე­ლო­დე­ბა და გვაფრ­თხი­ლე­ბენ, ბევ­რი ბარ­გი არ გვქონ­დეს…

ცოტა ვი­თა­რე­ბის ჩა­წყნა­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით. გვამ­შვი­დე­ბენ, რამ­დე­ნი­მე კვი­რაც და პიკი გა­და­ივ­ლის, სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნე­ბაო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცუდ დღე­ში არი­ან, ბიზ­ნე­სი ჩა­უ­ვარ­დათ, ტუ­რის­ტებს ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ. ეს ჩვენ­ზეც აი­სა­ხე­ბა, რად­გან უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი, თუნ­დაც ჩემს გარ­შე­მო აქე­დან არ­ჩენ­დნენ ოჯა­ხებს. ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ, ანუ მუ­შა­ხე­ლი მიმ­ყავს, მე­უბ­ნე­ბა, რომ ვირუ­სის გა­დავ­ლის შემ­დე­გაც მძი­მე პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი

14:18 05-22-2026
“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
ახალი ამბები

“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

12:30 05-22-2026
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved